სპორტული პრესა აქტიურად წერს, აქტიურად წერს იმაზე, რომ ერიკ ტენ ჰააგი "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის მთავარი კანდიდატია.
Sky Sports იუწყება, რომ "წითელი ეშმაკების" ხელმძღვანელობა აქტიურად მუშაობს "აიაქსისთვის" კომპენსაციის გადახდის საკითხზე, თუ ჰოლანდიელი სპეციალისტი ერიკ ტენ ჰააგი რა თქმა უნდა ინგლისში გადასვლას დათანხმდება.
დიდი ალბათობით ტენ ჰააგი ინგლისურ გრანდში გადასვლას დასთანხმდება და გამომდინარე იქიდან, რომ მას მის ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტი აკავშირებს, გლეიზერების კლუბს ჰოლანდიელებისთვის გამოსასყიდი თანხის გადახდა მოუწევთ.
არსებობენ სხვა კანდიდატებიც, როგორებიცაა მაგალითად მაურისიო პოჩეტინო, ლუის ენრიკე, თუმცა ყველასთვის ნათელია, რომ "იუნაიტედის" ჩაბარებასთან ყველაზე ახლოს ერიკ ტენ ჰააგი იმყოფება.