ჰოლანდიური "აიაქსის" მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰააგმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" მოლაპარაკებებზე ერთგვარი მიმანიშნებელი კომენტარი გააკეთა რომელსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ.
- მომავალ სეზონში აიაქსთან ერთად იმუშავებთ?
"მთლიანად "აიაქსთან" მუშაობაზე ვარ ორიენტირებული. ფეხბურთი ის სპორტია, სადაც წინასწარ რაიმეს თქმა რთულია. არაფერს გამოვრიცხავ".
"საფეხბურთო ინდუსტრია ისეა მოწყობილი, რომ ყველა წარმომადგენელი იცნობს ერთმანეთს. მოლაპარაკების პროცესი არასოდეს ჩერდება.
ეს ნორმალურია. "მანჩესტერ იუნაიტედი" დიდი კლუბია დიდი ისტორიით. ახლა კი მხოლოდ ამას ვიტყვი: მთლიანად "აიაქსთან" მუშაობაზე ვარ ორიენტირებული. არის დაუმთავრებელი დავალებები", - განუცხადა ტენ ჰააგმა Sport1-ს.
ინტერვიუები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.