Sky Sports-ის ექსპერტი ჯეიმი რედნაპი თვლის, რომ მარკუს რაშფორდმა "მანჩესტერ იუნაიტედი" უნდა დატოვოს, რათა ხელახლა აღმოაჩინოს თავისი სიყვარული თამაშის მიმართ.
"ვუყურებ რაშფორდს და ეს არის ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც, ჩემი აზრით, უნდა წავიდეს სხვაგან სადმე, გამოიკვლიოს ხელხლა თავისი თავი, ეძებოს სხვა კლუბი სადაც იპოვის ამ ყველაფერს.
როგორც ვხედავ, მას ახლა თამაშის მიმართ ძველებური ლტოლვა აღარ აქვს. წადი და ითამაშე სადმე, რადგან ეჭვგარეშეა, იქნება ასობით კლუბი, ვისაც მისი ხილვა საკუთარ რიგებში სურს.
გვახსოვს "პარი სენ-ჟერმენის" წინააღმდეგ მისი წარმატბული გამოსვლა ჩემპიონთა ლიგაზე. "ტოტენჰემი" და "არსენალი" მისი დამატების წინააღმდეგი ნამდვილად არ იქნებიან", - განაცხადა დასასრულს რედნაპმა გადაცემა ღამის ფეხბურთში.
წყარო: www.skysports.com
სიახლეები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.