ნიდერლანდების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა ერიკ ტენ ჰააგის "მანჩესტერ იუნაიტედში" შესაძლო დანიშვნის შესახებ აზრი გაიზიარა. 70 წლის სპეციალისტმა თანამემამულეს საფეხბურთო კლუბის ხელმძღვანელობა ურჩია და არა კომერციულს.
"მანჩესტერ იუნაიტედი" კომერციული კლუბია, მწვრთნელისთვის ძალიან რთულია იქ გადაწყვეტილებების მიღება. ტენ ჰააგს კი ვურჩევდი წავიდეს ისეთ კლუბში სადაც სპორტზე უფრო ფიქრობენ და არა კომერციაზე.
არ ვაპირებ მისთვის ჭკუის დარიგებას, თუ მოინდომებს თავად დამირეკავს. მაგრამ მან უნდა აირჩიოს საფეხბურთო კლუბი და არა კომერციული“, - განაცხადა დასასრულს ვან გაალმა პრესკონფერენციაზე.
შეგახსენებთ, რომ ლუი ვან გაალი "მანჩესტერ იუნაიტედს" 2014 წლიდან 2016 წლამდე ხელმძღვანელობდა. "წითელი ეშმაკების" სათავეში ჰოლანდიელმა სპეციალისტმა ინგლისის თასის მოგება მოახერხა.