გარდა იმისა,რომ კლუბში აქტიურად მიდის მუშაობა წამსვლელ თუ მომსვლელ ფეხბურთელებზე, დადგინდა თუ ვის გაუხანგრძლივდება ხელშეკრულებები.
ESPN-ის ცნობით, "წითელი ეშმაკები" მზად არიან გუნდის ორ მოთამაშეს ლუკ შოუს და მარკუს რეშფორდს ახალი კონტრაქტი გაუფორმოს.
"მანჩესტერული" გუნდის წარმომადგენლები თვლიან, რომ შოუც და რეშფორდიც "იუნაიტედის" საკვანძო მოთამაშეები არიან. აღსანიშნავია, რომ მარკუსს ჯერ არ გადაუწყვეტია, სურს თუ არა "მანკუნიანელთა" რიგებში კარიერის გაგრძელება.
შოუმ და რაშფორდმა ინგლისის პრემიერ ლიგაში მიმდინარე სეზონში 19 მატჩი ჩაატარეს. ლუკმა სამი საგოლე გადაცემა შეასრულა, რეშფორდმა კი ოთხი გოლი და ორი საგოლე გადაცემა ჩაიწერა პირად აქტივში.
ახალი ამბები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.