სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი",მანჩესტერი მონაცემი: FA Cup,მე-6 რაუნდი. მსაჯი: ჰოვარდ უები თარიღი: კვირა, 10 მარტი, 2013 წელი. მატჩის დასაწყისი: 20:30, (ჩვენი დროით)
"მანჩესტერ იუნაიტედი"
ტრავმირებულები: ფილ ჯონსი,პოლ სქოულზი დისკვალიფიკაცია: არავინ კითხვისნიშნისქვეშ: არავინ შემადგენლობა: De Gea, Lindegaard, Amos, Rafael, Smalling, Ferdinand, Vidic, Evans, Evra, Buttner, Nani, Valencia, Carrick, Cleverley, Anderson, Young, Kagawa, Welbeck, Rooney, Hernandez, Van Persie. მთავარი მწვრთნელი: სერ ალექს ფერგიუსონი
"მანჩესტერ იუნაიტედი" სამშაბათს ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მატჩში "ოლდ ტრაფორდზე" დიდი იმედგაცრუების მსხვერპლი გახდა,შოტლანდეილი სპეციალისტის გუნდი "რეალ მადრიდის" წინააღმდეგ დამარცხდა.ამ მატჩი დიდი ზეგავლენა მოახდიან თურქი მსაჯის მიერ წითელი ბარათის მიცემა პორტუგალელ ვინგერზე ლუიშ ნანიზე,ეხლა კი სერ ალექს ფერგიუსონის შეგირდები სრული შემართებით მოემზადებიან FA CUP-ის მატჩისათვის,რადგან ისინი ეხლა მხოლოდ ორი ტიტულისათვის იბრძვიან.
ლონდონის "ჩელსიმ" ბოლო მატჩი ევრპის ლიგაზე გამართა გუშინ ღამიღ,სადაც რაფაელ ბენიტესის გუნდი ბუქარესტის "სტეაუას" დაუპირისპირდა გასვით მატჩზე.ლონდოლურ კლუბს დიდი წინააღმდეგობა შეხვდა მოწინააღმდეგისგან და საბოლოოდ რაფაელ ბენიტესის გუნდმა მინიმალური სხვაობით წააგო."ჩელსის" სერ ალექს ფერგიუსონის გუნდთან რევანში აქვს ასაღები,რადგან პრემიერ ლიგის პირველ შეხვედრაში "სტემფორდ ბრიჯზე" "მანჩესტერ იუნაიტედმა" ლონდონური კლუბი 2-3 დაამრცხა.
გუნდებისფორმა
პრემიერ ლიგის ლიდერმა "მანჩესტერ იუნაიტედმა" შეძლო 19 მატჩის მოგება და 1 მატჩის წაგება ბოლო 20 პრემიერ ლიგის მატჩისა ოლდ ტრაფორდზე,მათ ბოლო 15 მატჩიდან 13 მოიგეს და 2 ფრედ დაასრულეს და დააგროვეს 45 ქულიდან 41.ეს არის მათი საუკეთესო მაჩვენებელი ჩემპიონატში."წითელმა ეშმაკუნებმა" გაიტანეს მინიმუმ 2 გოლი თავის 12 მატჩში რომელიც საკუთარ კედლებში ჩაატარეს,მხოლოდ მატჩში "ვესთ ჰემის" წინააღმდეგ მოწინააღმდეგის კარში გავიდა 1 გოლი (1-0)."მანჩესტერ იუნაიტედს გააქვს გოლი ყოველ მატჩში "ოლდ ტრაფორდზე" უკვე 61 მატჩია პრემიერ ლიგაში "ასტონ ვილასთან" მარცხის შემდეგ 2009 წელს ეს არის ინგლისის პრემიერ ლიგის რეკორდი.ასევე აღსანიშნავია ისიც რომ როდესაც გუნდს გააქვს გოლი ოლდ ტრაფორდზე ის არ კარგავს ქულებს.27 ტურის შემდეგ მანჩესტერმა 68 ქულა აიღო ეს გახლავთ კლუბის რეკორდი სეზონის ამ სტადიაში."მანჩესტერ იუნაიტედს" პრემიერ ლიგაში გოლი უკვე ზედიზედ 3 მატჩში არ გაუშვია და ეს საუკეთესო შედეგია 2012 წლის მარტის შემდეგ როცა გუნდმა 5 მატჩში ზედიზედ გოლი არ გაუშვა.ამ სეზონში ყველაზე მეტჯერ ზუსტად მანჩესტერ იუნაიტედმა გაიტანა თავით - 13 გოლი.სერ ალექს ფერგიუსონის გუნდი FA Cup-ის ბოლო რაუნდში "რედინგს" დაუპირისპირდა და ხავიერ ერნანდესისა და ლუიშ ნანის გოლების წყალობით გავიდნენ შემდეგ ეტაპზე,ეხლა კი "წითელი ეშმაკები" ლონდონის "ჩელსის" დაუპირისპიდება.
ლონდონის "ჩელსიმ" ბოლო 10 მატჩში ყველა ტურნირზე 5 მოგება აქვს,3 წაგება და 3 ფრე აქვს.რაფაელ ბენიტესის გუნდი მიმდინარე პრემიერ ლიგაში მეოთხე ადგილის იკავებს 52 ქულით და პრემიერ ლიგის ბოლო ხუთ მატჩში ლონდორნუმა კლუბმა მხოლოდ ორი მატჩი მოიგო პრემიერ ლიგის ბოლო ტურში "ვესტ ბრომვიჩის" წინააღმდეგ და "უიგანის" წინააღმდეგ.რაფაელ ბენიტესის შეგირდებმა მიმდინარე ინგლისურ პრემიერ ლიგაში 56 გოლი გაიტანეს და 30 გოლი გაუშვეს საკუთარ კარებში.კლუბის ბომბარდირი ახალწვეული ბა არის 15 გოლით,რომელიც ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შეურდთა "ჩელსს" "ნიუკალს იუნაიტედიდან".ლონდონის "ჩელსიმ" ბოლო მატჩი პრემიერ ლიგაში "ვესტ ბრომვიჩის" წინააღმდეგ გამართა საკუთარ მოედანზე და სწორედ კლუბის ახალწვეულის გოლის ხარჯზე ლონდონურმა გუნდმა მინიმალური ანგარიშით იმარჯვა.მიმდინარე FA Cup-ზე რაფაელ ბენიტესის გუნდი ბოლო ეტაპზე "მიდლსბროს" დაუპირისპირდა და გასვლით მატჩში 0-2 იმარჯვეს რამირესისა და მოსესის გოლების ხარჯზე,ეხლა კი "ჩელსი" ყველაფერს შეეცდება "მანჩესტერ იუნაიტედის" დასამარცხებლად და "ოლდ ტრაფორდიდან" გამარჯვებულის სტატუსით წასასწვლელად.
ცოტარამგუნდებზე
მანჩესტერ იუნაიტედი (ინგლ. Manchester United) – საფეხბურთო კლუბი, რომელიც თამაშობს ოლდ ტრაფორდის სტადიონზე. კლუბი დაარსდა 1878 წელს ქალაქ მანჩესტერის უბან — ოლდ ტრაფორდში, (საგრაფო დიდი მანჩესტერი) როგორც, ნიუტონ ჰიტი. 1902 წელს კლუბს დაერქვა მანჩესტერ იუნაიტედი და სათამაშოდ გადავიდა სტადიონ ოლდ ტრაფორდზე. იუნაიტედი ინგლისისა და ევროპის მასშტაბით ერთ–ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბია. ახლანდელმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა, რომელიც იუნაიტედში 1986 წლის ნოემბერში მოვიდა, გუნდს მოაგებინა 24 დიდი ტიტული. პრემიერლიგის დაარსების 1992 შემდეგ კი მანჩესტერმა რეკორდული რაოდენობის, 12 ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ჯამში ინგლისის ჩემპიონი გუნდი 19–ჯერ გახდა. მანჩესტერ იუნაიტედს აგრეთვე 11–ჯერ აქვს მოგებული საფეხბურთო ასოციაციის თასი , რაც რეკორდული მაჩვენებელია. 1968 წელს მანჩესტერ იუნაიტედი, მეტ ბასბის ხელმძღვანელობით გახდა პირველი ინგლისური კლუბი, რომელმაც ევროპის ჩემპიონთა თასი მოიპოვა, დაამარცხა რა ფინალში ლისაბონის ბენფიკა , ანგარიშით 4–1. მეორედ კლუბმა ანალოგიურ წარმატებას მიაღწია 1999 წელს, მესამედ კი 2007–2008 წლების სეზონში. 1958 წლის 6 თებერვალს, მიუნხენში გუნდის თვითმფრინავი მოყვა ავიაკატასტროფაში, დაიღუპა 8 ფეხბურთელი და კლუბის პერსონალის დიდი ნაწილი. „იუნაიტედი“ მსოფლიოს უმდიდრესი და ყველაზე პოპულარული საფეხბურთო კლუბია.2012 წლის ივლისს ფორბსის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით მანჩესტერი $2.23 მილიარდადაა შეფასებული და მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ სპორტულ კლუბად ითვლება.1964–65 წლების სეზონის შემდეგ (2 სეზონის გარდა) ინგლისის მასშტაბით გუნდის მატჩებზე საშუალო დასწრება იყო ყველაზე მაღალი და საკლუბო მატჩებს შორის დღესაც პირველია.ეს გუნდი არის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ინგლისურ ფეხბურთში, რეკორდი აქვს დამყარებული და მოგებული აქვს პრემიერ ლიგის თასი 19-ჯერ, ასევე 11 FA Cups, 4 ლიგის თასი და 19 FA Community Shields. ასევე აქვს სამი ევროპის თასი, ერთი თასების-თასი, სუპერ თასი, ერთიც საკონტინენტთაშორისო თასი და კლუბის მსოფლიო თასი.
„ჩელსი“ (ინგლ. Chelsea Football Club) — პროფესიონალური საფეხბურთო კლუბი დასავლეთ ლონდონში, ინგლისში. გუნდი დაარსდა 1905 წელს, თამაშობს პრემიერლიგაში და ისტორიის უდიდესი ნაწილი გატარებული აქვს ინგლისის უმაღლეს ლიგაში. ჩელსი ინგლისის ოთხგზის ჩემპიონია, მოგებული აქვს ასოციაციის თასი 7-ჯერ, ლიგის თასი 4-ჯერ; ასევე, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა (2011-12) და თასების მფლობელთა თასი (1970-71, 1997-98). „ჩელსი“ ერთადერთი ლონდონური კლუბია, რომელსაც ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული. დაარსების დღიდან „ჩელსი“ თამაშობს „სტემფორდ ბრიჯზე“, რომელიც მდებარეობს ფულემში, დასავლეთ ლონდონში. მიუხედავად სახელწოდებისა, კლუბი კენსინგტონისა და ჩელსის საქალაქო რაიონის ფარგლებს გარეთ მდებაროებს, ჰემერსმითის და ფულემის ლონდონის საქალაქო რაიონში. 2003 წელს „ჩელსი“ იყიდა რუსმა ოლიგარქმა რომან აბრამოვიჩმა. „ჩელსის“ ტრადიციული საფეხბურთო ფორმა არის სამეფო ლურჯი ფერის მაისურები და ტრუსები და თეთრი გეტრები. მოდერნიზებისა და რებრენდინგის მიზნით კლუბის ლოგო ისტორიის მანძილზე რამდენჯერმე შეიცვალა. მიმდინარე ლოგო არის 1950-იან წლებში შექმნილი ლოგოს მოდიფიცირებული ვერსია, რომელზედაც გამოსახულია ლომი კვერთხით ხელში.ინგლისურ ფეხბურთში, „ჩელსის“ ყველა დროის საშუალო დასწრების მეხუთე მაჩვენებელი აქვს.
ურთიერთშეხვედრები
გუნდებმა სულ ერთმანეთში 165 მატჩი ჩაატარეს ყველა ტურნირზე. "ჩელსის" ანგარიშზე 44 გამარჯვებაა, "იუნაიტედმა" 72-ჯერ იმარჯვა, ხოლო 49 მატჩი ფრედ დასრულდა. პრემიერ-ლიგაში გუნდები ერთმანეთს 41_ჯერ დაუპირისპირდნენ. "ჩელსი" 13, იუნაიტედი 13 მოგება. ორივე გუნდმა 55-56 გოლის გატანა მოახერხა. "ჩელსი" ერთადერთი გუნდია პრემიერ ლიგაში რომელსაც სერ ალექს ფერგიუსონის გუნდთან დადებითი ბალანსი აქვს მოგებულ და წაგებულ მატჩებში. "ალისფერი ეშმაკებმა" ბოლო 7 თამაშში 5_ჯერ დაჯაბნეს "არისტოკრატები" და ორჯერ ფრედ დაასრულეს შეხვედრა. "იუნაიტედმა" მხოლოდ ერთი მატჩი მოუგო "ჩელსის" ბოლო 12 თამაშიდან "სტემფორდ ბრიჯზე", ყველა ტურნირზე. "მანჩესტერი" 2002 წლის შემდეგ პრემიერ ლიგაში ვერ ახერხებს "სტემფორდ ბრიჯზე" გამარჯვების მოპოვებას და ამ მატჩების რიცხვი - 10-ია.
პრემიერ ლიგაში ყველა ურთიერთშეხვედრა.
28.10.2012 Chelsea 2-3 Manchester United 05.02.2012 Chelsea 3-3 Manchester United 18.09.2011 Manchester United 3-1 Chelsea 08.05.2011 Manchester United 2-1 Chelsea 01.03.2011 Chelsea 2-1 Manchester United 03.04.2010 Manchester United 1-2 Chelsea 08.11.2009 Chelsea 1-0 Manchester United 11.01.2009 Manchester United 3-0 Chelsea 21.09.2008 Chelsea 1-1 Manchester United 26.04.2008 Chelsea 2-1 Manchester United 23.09.2007 Manchester United 2-0 Chelsea 09.05.2007 Chelsea 0-0 Manchester United 26.11.2006 Manchester United 1-1 Chelsea 29.04.2006 Chelsea 3-0 Manchester United 06.11.2005 Manchester United 1-0 Chelsea 10.05.2005 Manchester United 1-3 Chelsea 15.08.2004 Chelsea 1-0 Manchester United 08.05.2004 Manchester United 1-1 Chelsea 30.11.2003 Chelsea 1-0 Manchester United 18.01.2003 Manchester United 2-1 Chelsea 23.08.2002 Chelsea 2-2 Manchester United 20.04.2002 Chelsea 0-3 Manchester United 01.12.2001 Manchester United 0-3 Chelsea 10.02.2001 Chelsea 1-1 Manchester United 23.09.2000 Manchester United 3-3 Chelsea 24.04.2000 Manchester United 3-2 Chelsea 03.10.1999 Chelsea 5-0 Manchester United 29.12.1998 Chelsea 0-0 Manchester United 16.12.1998 Manchester United 1-1 Chelsea 28.02.1998 Chelsea 0-1 Manchester United 24.09.1997 Manchester United 2-2 Chelsea 22.02.1997 Chelsea 1-1 Manchester United 02.11.1996 Manchester United 1-2 Chelsea 02.12.1995 Manchester United 1-1 Chelsea 21.10.1995 Chelsea 1-4 Manchester United 17.04.1995 Manchester United 0-0 Chelsea 26.12.1994 Chelsea 2-3 Manchester United 05.03.1994 Manchester United 0-1 Chelsea 11.09.1993 Chelsea 1-0 Manchester United 17.04.1993 Manchester United 3-0 Chelsea 19.12.1992 Chelsea 1-1 Manchester United
გავიხსენოთბრწყინვალემატჩი
დროა, რომ დავივწყოთ ჩემპიონთა ლიგის მარცხი, რომელსაც არ ვიმსახურებდით, თუმცა ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა. იმაზე ლაპარაკას არ დავიწყებ, თუ რა მოხდა იმ თამაშში, რადგან ამ თემას ერთი დიდი სტატია მივუძღვენი, მაგრამ 2 დღეში ისეთი თამაში გველის, რომ არ შემეძლო არ დამეწერა ის, რასაც ახლა დავწერ. ვინაიდან და რადგანაც "წითელი ეშმაკები" გამოეთიშნენ ერთი ტიტულისთვის ბრძოლას და გაინაღდეს ნელ-ნელა პრემირ ლიგა, ისინი ორიენტირებულნი არიან "ფა თასზე"-ესეც ტიტულია, ხოლო ტიტულის მოგება და თასის აღმართვა ყველა ფეხბურთელის ოცნებაა.მეტოქე კი არც მეტი და არც ნაკლები, ლონდონის "ჩელსი" გახლავთ. ამ გუნდთან თამაში ყოველთვის პრინციპულ ხასიათს ატარებს. მე ვიმედოვნებ და მჯერა, რომ მანჩესტერ "იუნაიტედი" სასურველი ანგარიშით დაამარცხებს ლონდონის "ჩელსის"."არისტოკრატებს" "იუნაიტედთან" უახლოეს წარსულში მწარე მოგონება აქვთ. ის მატჩი 3-3 დასრულდა და ჩემს ლაპარაკს ჯობია ეს ყოველივე ვიდეოს სახით გადმოგცეთ.3-0-ს იგებდა "ჩელსი". ეს ხომ ძალიან დიდი უპირატესობაა, თუმცა "იუნაიტედმა" არ დაყარა ფარხმალი, არ დანებდა, ირწმუნა თავისი თავის და მედგრად შეუტია მტერს-ბრძოლამ შედეგი გამოიღო ანგარიში 3-3-ია . "ჩელსიმ" ხელიდან აშკარა 3 ქულა გაუშვა. "წითელ ეშმაკებს" კი რისი მიღწევათ უნდოდათ იმას მიაღწიეს მოატრიალეს საოცარი თამაში და ჩაწერეს ეს დღე მკვეთრი ასოებით მანჩესტერ "იუნაიტედის" ისტორაიში. მეორე ტრაგიკული შეხვედრა, რომელიც "ჩემპიონთა ლიგის" ფინალი იყო ჩვენთვის კარგად დასრულდა. აი სწორედ ამგვარ თამაშებზე უნდა ვიფიქროთ, ჩვენ გვწამს, მაგრამ უფრო უნდა ვირწმუნოთ, რომ შეგვიძლია, ნებისმიერ დროს შეგვიძლია "ჩელსის" დამარცხება. რუნითი თუ რუნის გარეშე და სხვა ფეხბურთელების ყოფნით თუ არ ყოფნით. ჩვენ უნდა დავამარცხოთ "ჩელსი".შეხვედრას ჰოვარდ ვები განსჯის.იმედია, რომ ეს მსაჯი წინანდელივით არ დაიწყებს უსამართლობის ქადაგებას რომელიმე გუნდის მიმართ. შეგახსენებთ, რომ ზემოთ აღნიშნულ წარსულს ამ მატჩსაც ჰოვარდ ვები სჯიდა. აქაც იმ იმედით ვარ, რომ კარგ საღამოს ველი 10 რიცხვში. მანჩესტერმა უნდა ითამაშოს ის, რაც იცის და საბოლოო ჯამში ეს ყოველივე გადაწონის "ჩელსის" მაქსიმუმს. შედეგი უნდა იყოს ასეთი - "იუნაიტედის" მოგება რა თქმა უნდა სამართლიანად და არანაირი მსაჯის აქტიური მიხმარებით, თუ ჩარევით! იმედია, რომ წინა მარცხი არ იმოქმედებს. ფეხბურთელები ყველაფერს დაივიწყებენ და აჩვენებენ იმ თამაშს, ან იმ დონის თამაშს, როგორიც "რეალთან" აჩვენეს-აზრიანი შეტევებით და დაუღალავი ბურთის დევნით. იქ საოცრად ითმაშეს, მაგრამ 10-მა კაცმა ვერ მოუგე 12-ს, სულ ესაა! დაველოდოთ 10 მარტს და ვნახოთ რა იქნება!
სტატია მოამზადა მათე წიკლაურმა.
ფაქტები
"მანჩესტერისა" და "ჩელსის" დაპირისპირება FA CUP_ზე იქნება რიგით მეთერთმეტე. "ეშმაკებს" უკვე რვა გამარჯვება აქვთ მოპოვებული ამ ტურნირზე "ჩელსის" წინააღმდეგ, "არისტოკრატებს" კი მხოლოდ და მხოლოდ ორი. ეს გუნდები ერთმანეთს 1998/1999 წლის სეზონში შეხვდნენ, პირველი მატჩი "ოლდ ტრაფორდზე გაიმართა" სადაც შეხვედრა 0-0 დასრულდა. გამეორებით მატჩში "ეშმაკებმა" ლონდონში 0-2 იმარჯვეს. "ჩელსის" "იუნაიტედის" წინააღმდეგ არ მოუგია ბოლო 5 შეხვედრა FA CUP_ზე. "ეშმაკებმა" 4_ჯერ გაიმარჯვეს და ერთხელაც ფრე ითამაშეს. ხავიერ ერნანდესს "ჩელსის" წინააღმდეგ 6 თამაშში უკვე 5 გოლი აქვს გატანილი. "წითელ ეშმაკებს" მხოლოდ და მხოლოდ 2 წაგება აქვს ბოლო 18 გასვლით შეხვედრაში. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ "იუნაიტედი" ორჯერვე "ლივერპულის" წინააღმდეგ დამარცხდა. "იუნაიტედს" მეექვსე რაუნდში 34 შეხვედრა აქვს ჩატარებული. პირველ ადგილზე "მეთოფეები" იმყოფებიან, რომლებსაც 36 მატჩი აქვთ ნათამაშები. ამ სეზონში ხუან მატას FA CUP_ზე უკვე 5 გოლი და 7 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული.
Players to Watch
ამ ორი დიდი კლუბის დაპირისპირებაში ალბათ დიდი როლი ექნება სწორედ ამ ორ ფეხბურთელს.ალბათ დიდი ყურადღება იქნება "მანჩესტერ იუნაიტედის" 27 წლის ფორვარდზე უეინ რუნიზე,რომელიც ვერ მოხვდა ძირითად შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მატჩში "რეალ მადრიდის" წინააღმდეგ.ევერტონის ყოფილი ფეხბურთელი კიდევ ერთხელ შეეცდება დაამტიკიცოს თავისი შესაძლებლობები და აჩვენოს თუ როგორი მნიშვნელოვანია ის "წითელი ეშმაკებისათვის".უეინ რუნი უკვე იბრუნებს თავის ჩვეულ ფორმას,მას ბოლო 10 მატჩი 8 საგოლე პასი გააკეთა,მათ შორის ინგლისი პრემიერ ლიგის ბოლო ტურში "ნორვიჩის" წინააღმდეგ,სადაც რუნიმ ორი საგოლე გადაცემა გააკეთა,რაც შეეხება ლონდონის "ჩელსის" ესპანელ ფლეიმეიქერს ხუან მატას,ის უკვე ლონდონური კლუბის ძირითადი ძალა გახდა.ესპანელმა ბოლო 10 შეხვედრაში "ჩელსის" მაისურით 5 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გააკეთა,რაც ნამდვილად კარგი მაჩვენებელია.24 წლის ხუან მატა თავის პოზიციაზე ნელ-ნელა შეუცვლელი ხდება ლონდონური კლუბისათვის ასე,რომ კვირას ამ ორ კლუბს შორის დაპირისპირების დროს დიდი ყურადღება სწორედ ამ ორ ფეხბურთელზე იქნება.
სერ ალექსიმატჩის წინ
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა "ჩელსთან" მატჩის წინ წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა.
უეინ რუნი "წითელი ეშმაკების" თავკაცმა სერ ალექს ფერგიუსონმა პრესკონფერენციაზე კატეგორიულად უარყო ყველა ის ჭორი,რაც გავრცელებული იყო,თითქოს მიმდინარე წლის ზაფხულში ინგლისელი ფეხბურთელი დატოვებდა "მანჩესტერ იუნაიტედს".
"პირველ რიგში მინდა კატეგორიულად ვუარყო ყველა ის ჭორი,რაც ბრიტანულ პრესაში გავრცელდა ბოლო დღეებში.ეს აბსოლიტური სისულელეა თითქოს ჩემსა და რუნის შორის გარკვეული უთანხმოებაა.ჩვენ რუნის "მანჩესტერ იუნაიტედში" მომავალ სეზონშიც ვიხილავთ.მე უკვე ავუკრძალე რამოდენიმე ჟურნალისტს ასეთე ჭორების გავრცელება და ასევე მე მათგან ბოდიშს მოხდას მოვითხოვ.გულწფელად მინდა განვაცხადო,რომ ჩემსა და მათ შორის უთანხმოება არ არსებობს."
"მას კარგად ესმის ის მიზეზი თუ,რატომაც არ ვათამაშე "რეალ მადრიდის" წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში.ეს უბრალოდ ტაქტიკა იყო.ჩვენ ზოგჯერ სწორ გადაწყვეტილებებს ვიღებთ ამ მხრივ ზოგჯერ კი არასწორს.ტაქტიკურ მონახაზში მთავარი როლი დენი უელბეკს ჰქონდა,რომელსაც ევალებოდა ჩაბი ალონსოსთვის სივრცის შეზღუდვა და მინდა განვაცხადო,რომ მან ეს ბრწყინვალედ შეძლო."
"მე "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრებს პირობას ვაძლევ,რომ უეინ რუნი მომავალი სეზონიდან ისევ წითელ მაისურში ითამაშებს.მე არ მაქვს მასთან არანაირი პრობლემა და ჩვენ მის თამაშს კვირას ლონდონის "ჩელსის" წინააღმდეგ ვიხილავთ."
"ჩვენ არ დავნებდებით" "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონა განაცხადა,რომ მისი გუნდი არ დანებდება და ისინი გააგრძელებენ ბრძოლას იმ ტიტულებისათვის რისიც მოპოვება შეუძლია გუნდს.
"ჩვენი გულშემატკივარი შეუდარებელი იყო სამშაბათს "რეალ მადრიდის" წინააღმდეგ,ეხლა კი ჩვენ შევეცდებით მათ მადლობა კვირას გადავუხადოთ ლონდონის "ჩელსის" დამარცხების სახით.ერთადერთ რამეს,რასაც ჩვენ არ გავაკეთებთ ეს - დანებებაა.ჩვენ დიდი შემართებით უნდა შევხვდეთ კვირას ამ დიდ მატჩს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ გასამარჯვებლად."
"ჩვენი მოწინააღმდეგეს კარგი გამოცდილება აქვს ამ ტურნირზე და ვფიქრობ საინტერესო და დაძაბული მატჩი გველოდება წინ.ბოლო ათი წლის მანძილზე ჩვენ ვერ ვაჩვენებთ ჩვენს თამაშს FA Cup-ზე,მაგრამ ეხლა ყველაფერს შევეცდებით გასამარჯვებლად."
რაიან გიგზი "ალბათ "ოლდ ტრაფორდზე" მოსული გულშემატკივარი მოედანზე ვერ იხილავს რიან გიგზს,რომელმაც ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა სამშაბათს "რეალ მადრიდის" წინააღმდეგ,ეხლა კი ჩვენ მას დასვენების საშუალებას ვაძლევთ,რომ უკვეთესად მოემზადოს შემდეგი მატჩისთვის."
გუნდი "ძირითადი შემადგენლობის დაყენებისას ალბათ მე ძალიან დიდი ფიქრი მომიწევს.გუნდში არის შინჯი კაგავა,რომელმაც წინა კვირაში ჰეთ-რიკი გაიფორმა თავის ანგარიშზე.ვფიქრობ ჩვენ მას მოედანზე ვიხილავთ,რაც შეეხევა ფილ ჯონს ის ჯერ არ არის მზად ამ მატჩისათვის." - განაცხადა სერ ალექსმა.