ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ რომელიც აქტიურად უკავშირდება "მანჩესტერ იუნაიტედის" მომავალს, ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ღიად ისაუბრა.
ენრიკემ თქვა, რომ ამ დროისთვის ის სრულად არის ორიენტირებული ესპანეთის ნაკრებში მუშაობაზე და სურს გუნდთან ერთად წარმატებულად გამოვიდეს ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე.
ლუისმა ასევე აღნიშნა, რომ ჯერ არ იცის, რა რა გადაწყვეტილებას მიიღებს მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ ინგლისური პრესა "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალი მთავარი მწვრთნელის პოსტზე ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად ლუის ენრიკეს მიიჩნევს.
მაურისიო პოჩეტინო "პსჟ"-დან ხოლო ერიკ ტენ ჰააგი "აიაქსიდან" ასევე მზად არიან ამ თანამდებობაზე დანიშვნისათვის. გადაწყვეტილების შესახებ სულ მალე იქნება ცნობილი.
სიახლეები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.