პორტუგალიელმა ნახევარმცველმა ბრუნო ფერნანდეშმა მის ამჟამინდელ კლუბთან "მანჩესტერ იუნაიტედთან" ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა.
ავტორიტეტული ინსაიდერისა და ჟურნალისტის ნიკოლო სკირის მიერ გაჟღერებული ინფორმაციით, 27 წლის პორტუგალიელმა ფეხბურთელმა "მანჩესტერული" გუნდის ლიდერებთან მოლაპარაკებისას ახალ კონტრაქტზე თანხმობა უკვე განაცხადა, რომელიც 2027 წლის ზაფხულამდე იქნება გათვლილი.
აღსანიშნავია, რომ ახალი ხელშეკრულებით ბრუნო წელიწადში სოლიდურ 16 მილიონ ევროს მიიღებს, აღნიშნული ციფრი ნიშნავს იმას, რომ ფეხბურთელს ანაზღაურების სახით წინა კონტრაქტთან შედარებით მეტის გამომუშავება შეეძლება.
რაც შეეხება მიმდინარე სეზონში "მაგნიფიკოს" მონაგარს, პრემიერ ლიგაში მოთამაშემ 27 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შემატა პირად მონაგარს.
ახალი ამბები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.