მას შემდეგ რაც, ესპანურმა "სევილიამ" საკუთარი გუნდის რიგებში ფრანგი ფეხბურთელის ენტონი მარსიალის ხილვა ისურვა ყველაფერი რიგზე ვერ აეწყო.
როგორც თქვენთვის ცნობილია ეს ტრანსფერი იჯარის წესით განხორციელდა და ესპანურმა მხარემ "მანჩესტერ იუნაიტედს" ფეხბურთელი დროებით ჩამოაშორა.
საიჯარო ხელშეკრულებაში არ არის მოთამაშის კონტრაქტის საბოლოოდ შესყიდვის ვარიანტი და "სევილიას" , უფრო მეტიც, ინგლისურ გრანდთან მოლაპარაკებაც კი არ დაუწყია არენდის კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივებაზე.
ამის შესახებ ცნობილმა ინსაიდერმა ფაბრიციო რომანომ გაავრცელა ინფორმაცია. თუმცა, მაინც საბოლოო გადაწყვეტილება მაისში იქნება მიღებული.
ენტონი მარსიალმა "სევილიაში" 8 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 1 გოლი გაიტანა. მანამდე პრესაში გავრცელდა ინფორმაცია ტურინის "იუვენტუსიდან" 26 წლის ფრანგის მიმართ ინტერესის შესახებ.
სიახლეები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.