ინგლისური, ცნობილი გამცემა The Sun საკუთარ ფურცლებზე წერს, რომ "ვესტ ჰემის" ნახევარმცველი დეკლან რაისი ერთდროულად ორი ტოპ ინგლისური კლუბის "მანჩესტერ იუნაიტედის" და "ჩელსის" ინტერესს აქტიურად იწვევს.
ვინც დეკლანის კარიერულ ნაბიჯებს ადევნებს თვალყურს, ნათელია, რომ ფეხბურთელი მომავალი სეზონიდან დიდი ალბთობით "ჩაქუჩების" ღირსებას აღარ დაიცავს.
23 წლის მოთამაშებ, დევიდ მოიესის გუნდის რიგებში მიმდინარე სეზონში, ინგლისის ჩემპიონატში 28 მატჩი ჩაატარა, საკუთარ აქტივს კი 1 გოლი და 4 საგოლე გადაცემაც შემატა.
პორტალი Transfermarkt ფეხბურთელის ღირებულებას 75 მილიონ ევროდ აფასებს, თუმცა რა თანხა მოითოვენ თავად ლონდონელები ამ ეტაპზე უცნობია.
ჭორები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.