"მანკუნიელთა" პრეს-სამსახურის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედის" პორტუგლიელი თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ რალფ რანგნიკის შეგირდებს შორის მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
კენჭისყრაში "გოლდამშენი" ფრედს და ჯეიდონ სანჩოს მნიშვნელოვნად უსწრებს. ამ თვეში 37 წლის რონალდუმ ორი მატჩი პრემიერ ლიგაში, ხოლო ერთიც ჩემპიონთა ლიგაში ჩაატარა.
პრემიერლიგური დაპირისპირებებიდან ერთ-ერთში მან ჰეთ-თრიკი შეასრულა, რამაც საშუალება მისცა გამხდარიყო საუკეთესო ბომბარდირი ფეხბურთის ისტორიაში.
საერთო ჯამში, პორტუგალიელ ბომბარდირს ინგლისის პრემიერ ლიგის 24 მატჩში 12 გოლი და 3 საგოლე გადაცემა აქვს პირად აქტივში.
სიახლეები
2 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.