თბილისი:
მანჩესტერი:
26-03-2022, 08:49
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1498,
კომენტარები: 4
ფრანგის ძველი გზა
"იუვენტუსი" საქმეშია.
ფრანგის ძველი გზა
Sky Sports-ის ცნობით, ტურინის "იუვენტუსი" დაუკავშირდა პოლ პოგბას საფეხბურთო აგენტს მინო რაიოლას, რათა განეხილათ ფრანგი ნახევარმცველის იტალიურ გრანდში ტრანსფერი.

ნახევარმცველს ამჟამინდელი კონტრაქტი "წითელ ეშმაკებთან" ამ ზაფხულს ეწურება და როგორც ივარაუდება მომავალი სეზონიდან ის სხვა კლუბის მაისურს მოირგებს.

ამ ყველაფერზე მეტყველებს ის გარემოება, რომ ცოტახნის წინ პოლმა ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში ორაზროვნი განცხადებები გამოაქვეყნა.

პოგბა "ბებერი ქალბატონის" რიგებში 2012 წლიდან 2016 წლამდე თამაშობდა. პოგბამ პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში 16 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემაც მიითვალა პირად აქტივში.
სიახლეები
4 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
26 მარტი 2022 08:50
  • სიახლეები: 2851
  • კომენტარები: 3906
მოგესალმებით ყველას. ერთი განცხადებით მინდა მოგმართოთ, მოკლეთ რახანია ჩვენს აუდიტორიაზე დაკვირვება მიდის, ეს საიტი ნამდვილად წლების მანძილზე კონკრეტულად 10 წელიწადზე მეტია ემსახურება საღი აზრის დაფიქსირებას და არა კლავიატურშიკობას და იაზვობას. არ ვიცი რა კატეგორიაა ეს ვინც მასე იქცევა აქ კლავიატურაზე, იქნებ პატარა ასაკია ან სხვა დანარჩენი მაგრამ მე ამის აქ რკვევას არ დავიწყებ, ნებისმიერი უპატივცემულობა საკუთარი აზრით სხვისი აზრის მიმართ იქნება დაბლოკილი აქაუნთი, ხალხი ვიცი ბევრი პირადი შეტყობინება შემოდის რომ აქ უკვე ხალხს კომენტარის დაწერა აღარ უნდა იმიტო რო ვიღაც უნდა გამოუხტეს და შეურაცყოფა მიაყენოს ხოდა ბევრი აღარცკი შემოდის საიტზე ამისგამო შევაძულეთ ერთმანეთს აზრის დაფიქსირება, ხოდა ბევრი რო არ ვილაპარაკო ყველა მსგავსი შემთხვევა დაიბლოკება მანამ სანამ არ ვისწავლით აზრის სწორად დაფიქსირებას კლავიატურით და ჯანსაღი კრიტიკით ერთმანეთთან დიალოგში შესვლას. რეგისტრაცია გათიშულია არავის ეგონოს რო ახალი ნიკით შემოვა და გააგრძელებს პროვოკაციული მესიჯების გამოფრქვევებს. გავაგრძელოთ ერთ ოჯახად ცხოვრება და პატივი ვცეთ ერთმანეთს. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.

და კიდე თუ არ მოგწონთ აქაური გარემო და ის აუდიტორია რაც წლების მანძილზე ამ საიტის ამ ოჯახის ნაწილია შეგიძლიათ მიბრძანდეთ სხვა საიტბზე, კი შეიქმნა მანჩსტერის ახალ საიტები და გადადით და იქ ეკლავიატურშიკეთ ეკაჩავეთ და ეიაზვეთ ვისაც გინდათ აქ ამას არ დავუშვებთ. ეს განცხადებები რა თქმა უნდა ყველას არ ეხება ეხება მათ ვინც მსგავსად მოიქცევა სამომავლოდ.

ხალხი აქ უფასოდ ვწვალობთ ვმუშაობთ და ვცდილობთ რომ ინფორმაცია მოგაწოდოთ ამას არავინ არავის აყვედრის მაგრამ დანახვა და დაფასება უნდა ყველაფერს ბიჭო, ზოგზოგიერთებს კი საკუთარი აზრის დაფიქსირება ნორმალურ ფარგლებშიც კი არ შეუძლია. ეს ერთი დიდი ოჯახია და არა ბარდაგი.
1
№2
ავტორი: Iunaitedi
26 მარტი 2022 14:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
დღემდე რატო გაჩერდა გუნდში არმესმის. ერთი ვიცი რო როცა გადმოვიდა ეგ უფრო რეკორდის ამბავში რადგან როცა იუვედან გადმოვიდა მაშინ ტრანსფერის ღირებულება თუ არვცდები მაგ დროისთვის რეკორდული იყო
1
№3
ავტორი: ikeoni
26 მარტი 2022 15:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11518
ეს წასულია ჩათვალეთ
1
№4
ავტორი: SANDROGRIGA
28 მარტი 2022 19:38
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
წავიდეს კიდე თუ მიდის
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top