ფრანგული "პსჟ"-სა და იტალიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველს მარკო ვერატის ზაფხულში საკლუბო რეგისტრაციის შეცვლა შეუძლია.
გამოცემა Fichajes-ი წერს, რომ ფეხბურთელის მიმართ ინტერესს "მანჩესტერ იუნაიტედი", იტალიური "ინტერი" და ჟოზე მოურინიოს "რომა" იჩენენ. Transfermarkt-ის ცნობით, 29 წლის ნახევარმცველი 55 მილიონ ევროდ არის შეფასებული.
ვერატის ამჟამინდელი ხელშეკრულება კლუბთან 2024 წლის ზაფხულამდეა ძალაში. თავის მხრივ "იუნაიტედი" ვერატის დონის ფეხბურთელებით აქტიურად ინტერესდება რადგან კლუბში ნახევარდაცვის ხაზი მნიშვნელოვნად საჭიროებს გაძლიერებას.
იტალიელმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 25 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და საგოლე პასი გააკეთა.
ჭორები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.