მას შემდეგ რაც, იტალიის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ოფიციალურად ვეღარ იასპარეზებს, დიდი ალბათობით გუნდის თავკაცი რობერტო მანჩინი დაკავებულ პოსტს დატოვებს.
სპორტულ პრესამ და სხვადასხვა საბუკმეიკერო ორგანიზაციებმა სპეციალისტი უმალ "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუკავშირეს.
რა თქმა უნდა ინგლისურ გრანდში მთავარ მწვრთნელად დანიშვნის მთავარი ფავორიტი ის ნამდვილად არ გახლავთ მაგრამ მისი შანსები დაახლოებით სამჯერ გაიზარდა.
თუ ადრე მოვლენის ასეთი განვითარების ალბათობა 50-დან 1-მდე იყო შეფასებული, ახლა ის მხოლოდ 16-დან ერთია, აკონკრეტებს The Sun.
სხვა კანდიდატებს რაც შეეხება ისინი არიან ერიკ ტენ ჰააგი, მაურისიო პოჩეტინო და თომას ტუხელი, რომელიც ამჟამად "ჩელსის" ხელმძღვანელობს.
ჭორები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.