თბილისი:
მანჩესტერი:
23-03-2022, 17:45
ავტორი: Georgi Tsintsadze,
ნანახია: 1684,
კომენტარები: 5
ფერნანდეშის ახალი კონტრაქტი მზადების პროცესშია
მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდება.
ფერნანდეშის ახალი კონტრაქტი მზადების პროცესშია
"მანჩესტერ იუნაიტედის" პორტუგალიელი ვარსკვლავი ბრუნო ფერნანდეში კლუბთან აწარმოებს მოლაპარაკებებს ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით, რომელიც თამამად შეიძლება ითქვას, რომ გაფორმდება მხარეებს შორის, დასაზუსტებელი მხოლოდ მცირედი დეტალებია.

პორტუგალიური სპორტული გამოცემა " O Jogo" ავრცელებს ინფორმაციას წყაროზე დაყრდნობით, რომ 2027 წლამდე ბრუნო ფერნანდეში "იუნაიტედში" დარჩება და ამის ოფიციალურად გაფორმებამდე ძალიან ცოტაღა რჩება.

გამოცემის ცნობით "მანჩესტერ იუნაიტედის" ბორდსა და ფეხბურთელის აგენტ მიგელ პინოს შორის მოლაპარაკებები ინტენსიურად მიმდინარეობს და იგი ახლა დასასრულ სტადიაზეა მისული.

გამოცემის ცნობით ახლა მხოლოდ ხელფასის მოცულობაზე მიდის მოლაპარაკება, რომელიც 14 მილიონი ფუნტ სტერლინგიდან 15 მილიონ ფუნტ სტერლინგამდე მერყეობს წელში. ცნობისთვის 15 მილიონ ფუნტ სტერლინგამდე წლის განმავლობაში გამოიმუშავებს პოლ პოგბა. კონტრაქტის ამ სახით გაფორმების შემთხვევაში ბრუნოს ანაზღაურება იზრდება, თუმცა იგი საგრძნობლად ჩამორჩება კრიშტიანუ რონალდუს ანაზღაურებას, რომელიც 20 მილიონ ფუნტს გამოიმუშავებს ყოველწლიურად.

პორტუგალიური გამოცემა საუბრობს იმაზეც, რომ ბრუნოს არც კი განუხილავს სხვა კლუბების ვარიანტები და მისი დიდი სურვილია დარჩეს წითელი ეშმაკების შემადგენლობაში და მათთან ერთად იბრძოლოს დიდი მიზნების მისაღწევად, სწორედ ამ მიზნით იგი ახანგრძლივებს კონტრაქტს.

შეხსენებისთვის, ბრუნო ფერნანდეში "მანჩესტერ იუნაიტედს" 2020 წლის იანვარში შეუერთდა და მას შემდეგ მის ანგარიშზე 49 გოლი და 38 საგოლე გადაცემაა 117 შეხვედრაში.

წყარო: sportwitness.co.uk
სიახლეები, ახალი ამბები, ტრანსფერები
5 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
23 მარტი 2022 18:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11507
ოქროს ბიჭია და ტენჰააგის ხელში კიდე უფრო მაგრად ითამაშებს
0
№2
ავტორი: Old Red Devil
23 მარტი 2022 19:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 987
მგონია რო ბრუნომ პროდუქტიულობას მოუკლო და მეტწილად მისი ბრალი არაა.არც ვითხოვ ამისგან მანჩე უყვარდეს.ეგეთი ხალხი აღარ იქნება.ეხლა ყველა დაქირავებული მუშა ხელია რომელიც გაურკვეველი მიზეზით მილიონერია.
0
№3
ავტორი: shotkin
23 მარტი 2022 19:32
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ობიექტურად რო ვთქვა მეცოდებიან ხოლმე დე ხეასნაირი და ბრუნოსნაირი ნიჭიერი ფეხბურთელები ასე უაზროდ რო ანიავებენ წლებს მშრლად ტიტულების გარეშე.....
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
23 მარტი 2022 19:54
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11131
იმსახურებს უდავოდ
0
№5
ავტორი: Mishiko82
24 მარტი 2022 08:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 605
ბრუნოს ყველანაირი პირობა უნდა შეუქმნან იმისთვირ რომ გუნდიდან წასვლაზე არ იფიქროს, გვყაბს ვინმე მასზე უკეთესი? იმედია ზაფხულში გავძლიერდებით და ბრუნოსაც მოტივაცია უფრო აუმაღლდება.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top