თბილისი:
მანჩესტერი:
21-03-2022, 17:02
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1538,
კომენტარები: 7
მერსონი: "რაისი" იუნაიტედისთვის" კარგი ვარიანტია
პოლ მერსონის რჩევა "წითელ ეშმაკებს".
მერსონი:
"არსენალის" ყოფილმა ნახევარმცველმა პოლ მერსონმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "ვესტ ჰემის" ნახევარმცველი დეკლან რაისი "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" შესანიშნავი დამატება იქნება მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზე.

"დეკლან რაისმა მიმდინარე სეზონში თავისი თამაში შემდეგ დონეზე აიყვანა და ახლა ნ'გოლო კანტეს მსგავსად თამაშობს, რაც გავლენას ახდენს მოედნის ორივე ბოლოზე", - თქვა მერსონმა.

მან დაამატა, რომ ძალიან გაუკვირდება, თუ რაისი მომავალ სეზონში "ვესტ ჰემში" დარჩება.

"სად უნდა წავიდეს? ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოუვა "ჩელსის" და ვინ იყიდის კლუბს. "მანჩესტერ იუნაიტედი" კარგი ვარიანტი იქნებოდა, მაგრამ მოიპოვებენ თუ არა ისინი ჩემპიონთა ლიგის საგზურს? სწორედ იქ სურსს რაისს თამაში“, - განაცხადა დასასრულს მერსონმა.

დეკლანმა პრემიერ ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 28 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემაც მიითვალა პირად აქტივში.
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
21 მარტი 2022 17:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
ეს ბიჭი უნდა მოვიდეს აუცილებლად
0
№2
ავტორი: shotkin
21 მარტი 2022 19:52
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ცალკე საფრთხეა გუნდის ინგლისელი ფეხბურთელებით გავსება, ყველამ კარგად იცის რო ამ ქვეყანაში საკუთარ მოთამაშეებს უმაღლეს დონეზე აპიარებენ და არცთუისე შორეული წარსულით თუ ვიმსჯელებთ ძაან ბევრი ინგლისელი 1-2 სეზონიანია და და ,,მწვერვალებს შეთამაშებულნი" ჩვეულებრივად ნორვიჩის დონე რო ხდებიან, ამაზეც უნდა დაფიქრდნენ
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
21 მარტი 2022 19:56
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ამას მინიმუმ 100 მილიონს დაადებენ
0
№4
ავტორი: shotkin
21 მარტი 2022 23:12
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: SANDROGRIGA
ამას მინიმუმ 100 მილიონს დაადებენ

და ერთ 2 წელში 40 მილიონი იქნება მაგის ფასის მაქსიმუმი
0
№5
ავტორი: manubro
22 მარტი 2022 12:46
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 471
ეს ვისთვის არაა კაი ვარიანტი ის თქვას აბა :).... ძალიან ძლიერი ჩამშლელია ვისაც უყურებია ამის თამაშებისთვის ვესტ ჰემში იცის რაზე მაქვს საუბარი :)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ვინ ვართ ჩვენ?! - დედის მტ***ელები!!!
№6
ავტორი: Lalana
22 მარტი 2022 13:45
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
სამწუხარო ის არის,რომ ვისშიც შეიძლებოდა რომ ფული აგვეღო ისინიც კი უფასოდ მიდიან.ამ ზაფხულს კი სერიოზული შევსება დაგვჭირდება და მარტო რაისში რომ 100 მილიონზე მეტი გადაიხადონ ძაან გაჭირდება სხვა პოზიციების გაძლიერება.არა და ნამდვილად არ არის რაისი ცუდი ვარიანტი,უბრალოდ მგახელა თანხის გადახდა ერთი პოზიციის გასაძლიერებლად ღირს თუ არა ეგ კიდევ ცალკე საკითხია,მაგრამ ჩამშლელის პოზიციაზე აშკარად გვჭირდება კადრი,გამოკვეთილი ჩამშლელი გუნდში ერთადერთი მატიჩი გვყავს და მატიჩის მატარებელმა კი უკვე კარგა ხანია ჩაიარა.ასევე საჭიროა თავდამსხმელის მოყვანაც,ეგ თანხა ჯობს კეინისთვის გამოიყენონ და ეგ მოიყვანონ,ასევე საჭიროა მარჯვენა გარემარბის შეძენა,უკვე წლებია რაც ეგ ფლანგი პრობლემურია და ფლანგის მცველებსაც რომ გადავხედოთ რიგ საკითხებში ცუდები არ არიან,მაგრამ ჩვენ გუნდში წესიერი ჩაწოდება არც ერთმა ფლანგის მცველმა იცის და ესეც სერიოზული პრობლემაა,მაგრამ სანამ ამ პრობლემებზე ფიქრს დაიწყებენ ჯერ ჯობს მწვრთნელის საკითხს მიხედონ.ძალიან ბევრი იწერება უკვე ტენ ჰააგზე და ალბათ ვფიქრობ მასზე შეაჩერებენ აქცენტს.
0
№7
ავტორი: gaga1987
26 მარტი 2022 10:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
მე პირადად სასწაულად მომწონს ეგ ბიჭი.მთელ შუახაზე აკონტროლებს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top