ბერგამოს "ატალანტას" ცენტრალური მცველი მერიხ დემირალი "მანჩესტერ იუნაიტედის" სატრანსფერო სამიზნე გახდა.
24 წლის თურქის ხელშეკრულება ჯერ კიდევ ტურინის "იუვენტუსს" ეკუთვნის, როგორც უკვე მოგეხსენებათ ბერგამოულ კლუბში დემირალი იჯარის წესით ასპარეზობს, აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებულ კლუბს ფეხბურთელის ყიდვა 25 მილიონ ევროდ შეუძლია.
Tuttomercatoweb-ი თურქულ გამოცემა Fanatik-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს ჩაერიოს ამ საკითხში, რადგან დემირალს ცენტრალური მცველის პოზიციაზე ნომერ პირველ კანდიდატად მიიჩნევს.
"წითელი ეშმაკებისთვის" პრობლემა შეიძლება იყოს "ატალანტას" განზრახვა გამოიყენოს გამოსყიდვის ვარიანტი, რაც აქამდე იყო ცნობილი.
მერიხ დემირალმა მიმდინარე სეზონში "ატალანტაში" 31 მატჩი ჩაატარა და 2 გოლიც გაიტანა.
ჭორები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.