ფრანგული "მონაკოს" ფრანგმა ნახევარმცველმა ორლენ ჩუამენმა გადაწყვიტა თუ რომელ ჩემპიონატში სურს კარიერის გაგრძელება მომავალი სეზონიდან.
ცნობილია, რომ მადრიდის "რეალის" სამწვრთნელო შტაბი ჩუამენს კაზემიროს შემცვლელად მიიჩნევს, მაგრამ ტრანსფერი მართლაც, რომ სერიოზულ ინვესტიციას მოითხოვს.
გარდა ამისა, თავად 22 წლის ფეხბურთელი, Marca-ს ცნობით, მიზნად ისახავს კარიერის ინგლისის პრემიერ ლიგაში გაგრძელებას
ჩუამენის შეძენით ასევე დაინტერესებულნი არიან: "მანჩესტერ სიტი", "მანჩესტერ იუნაიტედი", "ლივერპული" და "იუვენტუსი". ბოლო ვარიანტი ყველაზე ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ფრანგს არ სურს იტალიაში თამაში.
"მონაკო" ნახევარმცველის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს პლუს 15 მილიონი ევროს ბონუსების სახით ითხოვს.
ჭორები
2 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.