ინგლისური გრანდი "მანჩესტერ იუნაიტედი" რომელიც მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზე დიდი ალბათობით თავდამსხმელს შეიძენს, ლევანდოვსკის აგენტს დაუკავშირდა, იუწყება Sky Germany.
"ბაიერნი" არ ჩქარობს პოლონელ თავდამსხმელთან ახალი ხელშეკრულების დადებას, რომელიც 2023 წლამდეა გათვლილი. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ელშეკრულების პირობებით "მიუნხენელების" თავდამსხმელი წელიწადში 25 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდამსხმელით "ბარსელონა" და "პსჟ" დაინტერესდნენ. როგორც ჩანს ტოპ-კლუბების ინტერესი ფეხბურთელისადმი დიდია.
მიმდინარე სეზონში ლევანდოვსკიმ გერმანული კლუბის შემადგენლობაში 36 მატჩში 43 გოლი გაიტანა ყველა ტურნირზე ერთადაღბული, რაც დამეთანხმებით და იდეალური შედეგია.
თავდამსხმელის სატრანსფერო ღირებულება, Transfermarkt-ის ინფორმაციით, 50 მილიონი ევროს შეადგენს.
ჭორები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.