პორტუგალიელმა თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო და აპირებს, რომ შემდეგ სეზონშიც "წითელი ეშმაკების" ღირსება დაიცვას.
მანამდე ინგლისური მედია არაერთხელ აცხადებდა, რომ 37 წლის პორტუგალიელი "მანჩესტერ იუნაიტედს" დატოვებს, თუ გუნდი მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე არ ითამაშებს.
ასეთი მოვლენის ალბათობა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალიდან "მანკუნიანელების" გამოვარდნამ გაზარდა. გუნდი საერთო ჯამში მადრიდის "ატლეტიკოსთან" დამარცხდა ანგარიშით (1:1, 0:1).
მიუხედავად იმისა მოხვდება თუ არა ინგლისური გრანდი ინგლისის ჩემპიონატის ოთხეულში რონალდუ კლუბში მაინც დარჩება, ის კლუბთან მოქმედი კონტრაქტის დასრულებას აპირებს, რომელიც 2023 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.
მიმდინარე სეზონში რონალდუმ "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით ყველა ტურნირზე 33 მატჩი ჩაატარა, 18 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.
სიახლეები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.