საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი პატრის ევრა ხმამაღალ განცხადებას აკეთებს და აცხადებს, რომ ინგლისურ გრანდში მოთამაშეები ფულის გამო მიდიან.
"დღეს, ფეხბურთელები "მანჩესტერ იუნაიტედში" მიდიან მხოლოდ ფინანსური სარგებლისთვის და არა იმისთვის თუ რა ისტორიას ფლობს ეს კლუბი.
ეს ყველაფერი კიდევ ერთ კლუბს მახსენებს, რა თქმა უნდა ფრანგულ "პარი სენ ჟერმენს" სადაც მოთამაშეები ასევე ფინანსური სარგებლისთვის და ლამაზ ქალაქში ცხოვრებისთვის მიდიან.
მე ნამდვილად იმედი მაქვს, რომ კიდევ ერთი კლუბის "იუვენტუსის" მენტალიტეტი მაღალ დონეზე დარჩება. ავიღოთ ვლაჰოვიჩი და ლოკატელი რომლებიც გაცილებით ადრევე ოცნებობდნენ ტურინულ გრანდზე ვიდრე იქ მოხვდნენ.
ფული ანადგურებს ფეხბურთს და დამერწმუნეთ მას მიმზიდველს ნამდვილად არ ხდის",- აცხადებს დასასრულს ევრა.
ინტერვიუები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.