გუნდის მომდევნო მარცხმა ჰარი მაგუაიერი და მისი კაპიტნის სამკლაური კრიტიკის ქარცეცხლში მოაყოლა. ამჯერად კლუბმა ჩემპიონთა ლიგი მერვედფინალი ვერ გადალახა.
პირველი მატჩის შემდეგ "მანკუნიანელებს" ქონდათ რა უპირატესობა მადრიდის "ატლეტიკოსთან" საკუთარ საშინაო კედლებში ეთამაშათ ვერ გამოიყენეს და შეხვედრა "ოლდ ტრაფორდზე" 0-1 დათმეს რის შემდეგაც ტურნირს გამოეთიშნენ.
გუნდის მთავარი მწვრთნელი რალფ რანგნიკი კვლავ ენდობა მის პერსონალს რაზეც მეტყველებს ის, რომ აღნიშნულ შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში იყო არცთუ ისე კარგ ფორმაში მყოფი ჰარი მაგუაიერი.
ეს უკანასკნელი მკაცრად გააკრიტიკა "იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა ლეგენდარულმა პოლ სქოულზმა და განაცხადა, რომ მაგუაიერის თამაში უბრლოდ კატასტროფაა და მეტი არაფერი.
ინტერვიუები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.