რალფ რანგნიკს და მისი კლუბის ხელმძღვანელობას ახალი სამიზნე ჰყავს. საქმე ეხებ კატალონიური "ბარსელონას" ურუგვაელ მცვველს რონალდ არაუხოს რომელიც "წითელი ეშმაკების" სამიზნე გახდა.
ცნობილი ინსაიდერი ჟერარ რომერო ტვიტერის საკუთარ გვერდზე აღნიშნულზე ინფორმაციას აქვეყნებს და დასძენს, რომ ინგლისური გრანდი მზად არის ფეხბურთელს სოლიდური ანაზღაურება წელიწადში 8 მილიონი ევრო შესთავაზოს.
23 წლის ფეხბურთელის გადაბირებით ასევე აქტიურად ლონდონის "არსენალიც" ინტერესდება, მაგრამ "მეთოფეების" მინუსი არის ის, რომ ისინი არაუხოს ხელფასის სახით მხოლოდ 6 მილიონ ევროს სთავაზობს.
შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში რონალდ არაუხომ კატალონიელტა რიგებში 21 შეხვედრა ჩაატარა და თავის გამოჩენა 3 გატანილი გოლითაც შეძლო.
ჭორები
2 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.