თბილისი:
მანჩესტერი:
14-03-2022, 16:22
ავტორი: Georgi Tsintsadze,
ნანახია: 1411,
კომენტარები: 5
სანქციებმა ტუხელის "მანჩესტერ იუნაიტედში" გადაბარგების შანსები გაზარდა
"მანჩესტერ იუნაიტედი" ყურადღებით აკვირდება ტუხელის და "ჩელსის" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.
სანქციებმა ტუხელის
"მანჩესტერ იუნაიტედი" აგრძელებს მთავარი მწვრთვნელის ძიების პროცესს, რომელიც გუნდს გრძელვადიანი კონტრაქტით ჩაიბარებს და დაასრულებს იმ არასტაბილუურ პერიოდს, რომელიც გუნდს აქვს. გამომდინარე იქედან, რაც "ჩელსის" და მისი მფლობელის, რომან აბრამოვიჩის ირგვლივ განვითარდა, თომას ტუხელის მომავალი "ჩელსისთან" ერთად კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

მიუხედავად სირთულეებისა ტუხელმა სურვილი გამოთქვა დარჩეს "ჩელსიში", თუმცა ფაქტია კლუბის ირგვლივ სიტუაცია საკმაოდ არეულია, მომავალი ბუნდოვანია და როგორ შეიცვლება ეს სიტუაცია თუნდაც რამოდენიმე თვეში არავინ უწყის, თავის მხრივ "იუნაიტედიც" მოწადინებულია იპოვოს სტაბილური მწვრთვნელი.

ტუხელის გარდა "მანჩესტერ იუნაიტედს" უკავშირებენ მაურისიო პოჩეტინოსაც, რომელიც სავარაუდოდ მალე დატოვებს "პსჟ"-ს.

"წითელი ეშმაკების" სამიზნეში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ერიკ ტენ ჰააგიც, რომელიც უკვე 5 წელია "აიაქსს" წარმატებულად ხელმძღვანელობს და გულშემატკივართა დიდ ნაწილსაც სურს მისი ხილვა "იუნაიტედის" მწვრთვნელის რანგში.

მოკლედ სიტუაცია უცვლელია, "მანჩესტერ იუნაიტედი" ისევ მთავარი მწვრთვნელის ძიების პროცესშია, თუმცა რომან აბრამოვიჩის მიმართ დაწესებული სანქციები და "ჩელსის" შესაძლო ფინანსური სიძნელეები, თომას ტუხელის კანდიდატურას შანსებს უცილებლობლად უზრდის, მიუხედავად იმისა,რომ თავად ტუხელი ამას არ ადასტურებს.

წყარო: www.express.co.uk
სიახლეები, ახალი ამბები, ჭორები, ტრანსფერები
5 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
14 მარტი 2022 16:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11508
არა არა ესეთი რაღაცეები არ გვჭირდება მითუმეტეს აგერ ტენჰააგის მოყვანის ძალიან დიდი შანსია
0
№2
ავტორი: tazius
14 მარტი 2022 16:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 51
რუდიგერი და კანტე წამოაყოლოს
1
№3
ავტორი: Svanchester
14 მარტი 2022 17:23
  • სიახლეები: 2843
  • კომენტარები: 3899
მთავარი კანდიდატი აქ ტენ ჰააგია. ეს ნიუსი ვიღაც უნიჭო ჟურნალისტმა შეთხზე და გაავრცელა. ისეთ კრიზისში როგორშიც ეხლა ჩელსია, იუნაიტედი არ ადგება და ამ საქციელს უბრალოდ არ იკადრებს.
0
№4
ავტორი: dzia_David
14 მარტი 2022 17:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
მიუხედავად იმისა რო ტუხელი ვაბშე არაა ცუდი ვარიანტი და თან რალფთან ერთად ეგ ორი გერმანელი მგონია შეიძლება სტაბილურობის მომტანი
იყოს იქით ტენ ჰააგია ვარიანტად და ვსო მანდ მთავრდებოდეს უნდა ყველანაირი ლაპარაკი. ეგ მოვიდეს, რალფმა კლუბის მენეჯმენტში გადაინაცვლოს და პროსტა მისცენ დრო რო ნორმალურად იმუშაონ. სუ რო 2-3 სეზონი ტიტული არ დაიდოს ხმის ამომღები არ ვიქნები, უეჭველი მჯერა რომ შედეგს დადებენ. პოჩეტინოს აქ მოსვლა კიდე იქნება კიდე კაი ხანს ოთხეულისთვის ბრძოლა და გამდაწყვეტ ეტაპზე ყველგან ჩაჯმა. გაუშვით ეგ ისევ ევერტონი, ტოტენჰემი, ასტონ ვილა, ნიუკასლებს ათამაშებს კარგად.
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
15 მარტი 2022 20:15
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11132
ტენ ჰაგი გვინდა :)
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top