"მანჩესტერ იუნაიტედი" ფრანგული "ლიონის" თავდამსხმელს მუსა დემბელეს ადევნებს თვალს. ნათელია, რომ ინგლისური გრანდი მომავალი სეზონიდან ახალ თავდამსხმელს დაიმატებს.
უეფას ევროპა ლიგის 1/8 ფინალის პირველი მატჩის დროს, "პორტუსა" და "ლიონს" შორის რომელიც ანგარიშით 0-1 დასრულდა, "მანჩესტერ იუნაიტედის" სკაუტები ფორვარდ მუსა დემბელეს აკვირდებოდნენ. ამის შესახებ Daily Mail იტყობინება.
წყაროს ცნობით, "წითელი ეშმაკები" მზად არიან ფრანგულ მხარეს ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროზე ცოტა მეტი შესთავაზონ, ფეხბურთელს "ლიონთან" კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება.
აღსანიშნავია, რომ "მანკუნიანელები" მუსა დემბელეს ედინსონ კავანის შემცვლელად განიხილავენ, ურუგვაელის რომელიც კლუბს დიდი ალბათობით სეზონის ბოლოს დატოვებს.
25 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში "ლიონის" შემადგენლობაში 22 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე, გაიტანა 9 გოლი და სამი საგოლე გადაცემაც გააკეთა. ფეხბურთელის ფასი Transfermarkt-ზე 17 მილიონი ევროა.
ჭორები
3 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.