თბილისი:
მანჩესტერი:
11-03-2022, 13:18
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1521,
კომენტარები: 6
პოჩეტინოს სურს რომ "იუნაიტედმა" სწორედ ის აირჩიოს
არგენტინელის პრიორიტეტი "იუნაიტედია".
პოჩეტინოს სურს რომ
"პარი სენ-ჟერმენის" მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო, რომლითაც "მანჩესტერ იუნაიტედი" ინტერესდება, "წითელ ეშმაკებთან" კონტრაქტის გაფორმებაზე მხოლოდ მაშინ დათანხმდება, თუ იგრძნობს, რომ კლუბის ხელმძღვანელებისთვის პრიორიტეტული ვარიანტია, იტყობინება Daily Mail.

წყაროს ცნობით, სპეციალისტს ინგლისში დაბრუნება სურს. შეგახსენებთ, რომ ადრე პოჩეტინო პრემიერ ლიგაში უკვე მუშაობდა.

სპეციალისტი ლონდონის "ტოტენჰემს" 2014-2019 წლების სეზონებში ხელმძღვანელობდა. ასევე მის ინგლისურ კარიერაში იყო "საუთჰემპტონიც".

რალფ რანგნიკი ამჟამად "იუნაიტედის" დროებითი მწვრთნელია. სეზონის ბოლოს გერმანელი სპეციალისტი კლუბის მენეჯმენტში გადაინაცვლებს.

ასევე ვრცელდება აქტიურად ინფორმაციები, რომ გუნდს ერიკ ტენ ჰააგის მოყვანა სურს, საუბარია ასევე ლონდონის "ჩელსის" გერმანელ სპეციალისტზე ტომას ტუხელზე.
სიახლეები
6 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
11 მარტი 2022 13:21
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
ვსო უკვე შეგვრაცხეს ნაძირლებად ინტერნეტ სივრცეში, აი ჩელსის უჭირსო ყველა გუნდი გვერდში დგომას გამოუხატავსო და იუნაიტედი პირიქითო ამით სარგებლობას აპირებს და ტუხელის წაყვანა უნდაო. ჩემი აზრით ვიღაც უნიჭო ჟურნალისტმა შეთხზა ინფორმაცია და ტუხელზეც დაწერა რაც სრული სისულელეა ჩემი აზრით, იუნაიტედს აქვს მხოლოდ ორი არჩევანი ან პოჩეტინო ან ტენ ჰააგი, ტუხელი არა სტივენ ჯერარდი კიდე.
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
11 მარტი 2022 13:23
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
არ გვინდა რა ეს პოჩეტინო. ჩემი ხმა ისევ და ისევ ტენ ჰაგს!
0
№3
ავტორი: ikeoni
11 მარტი 2022 14:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
არც ეს და არც პოჩეტინო კლუბიც ოფიციალურად დაუკავშირდა უკვე ტენჰააგს და იმედია მოვიყვანთ
0
№4
ავტორი: Svanchester
11 მარტი 2022 14:27
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
ციტატა: ikeoni
არც ეს და არც პოჩეტინო კლუბიც ოფიციალურად დაუკავშირდა უკვე ტენჰააგს და იმედია მოვიყვანთ

ჰო რა, ტენ ჰააგი მოვა დიდი ალბათობით.
0
№5
ავტორი: kashmara
11 მარტი 2022 15:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1116
ციტატა: ikeoni
არც ეს და არც პოჩეტინო კლუბიც ოფიციალურად დაუკავშირდა უკვე ტენჰააგს და იმედია მოვიყვანთ
სად წავიკითხე დზმა თუ სამართლის მაგრად გასწორებს
0
№6
ავტორი: ikeoni
11 მარტი 2022 18:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
ციტატა: kashmara
ციტატა: ikeoni
არც ეს და არც პოჩეტინო კლუბიც ოფიციალურად დაუკავშირდა უკვე ტენჰააგს და იმედია მოვიყვანთ
სად წავიკითხე დზმა თუ სამართლის მაგრად გასწორებს

პოსტტვ ფეხბურთი როა მანდ ძმა ყველაფერს არტყავენ რავი რასაც წერენ ..
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top