თბილისი:
მანჩესტერი:
11-03-2022, 11:27
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1279,
კომენტარები: 3
რანგნიკის დარჩენა რონალდუსთვის უარყოფითად იმოქმედებს
გერმანელმა სპეციალისტმა რონალდუს შეცვლის მომენტი გაიხსენა.
რანგნიკის დარჩენა რონალდუსთვის უარყოფითად იმოქმედებს
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა რალფ რანგნიკმა კრიშტიანუ რონალდუს ქმედება კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

MEN-ის ცნობით, მას მიაჩნია, რომ პორტუგალიელი კარიერის ბოლო ეტაპზეა და კლუბს ახალი, ახალგაზრდა თავდამსხმელი სჭირდება.

რანგნიკი ამჟამად მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობს, თუმცა მომავალში კლუბის სისტემაში დარჩენას აპირებს. ეს არ არის კარგი პორტუგალიელი ვარსკვლავისთვის, რომლის გრძელვადიან გეგმებს გერმანელი მწვრთნელი ეჭვქვეშ აყენებს.

გარდა ამისა, რონალდუმ ღიად გამოხატა უკმაყოფილება, როცა პრემიერლიგის ერთ-ერთ მატჩში შეცვალეს, რაც ასევე არ მოეწონა გერმანელ სპეციალისტს:

"ამაში მას არ ვადანაშაულებ, მაგრამ ცხადია, ნებისმიერ მენეჯერს სურს, რომ ეს არ იყოს ძალიან ემოციური ქმედება ფეხბურთელის მხრიდან, განსაკუთრებით ტელეკამერების წინ.

არ მგონია, რომ ეს ვინმეს სარგებელს მოუტანს: არც მის სასარგებლოდ და არც თანაგუნდელებს“,
- განაცხადა დასასრულს რანგნიკმა
ახალი ამბები
3 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
11 მარტი 2022 11:28
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
მთავარი აქ ტენ ჰააგი და მისი გადაწყვეტილებები იქნება. ცალსახაა, რომ რონალდუსა და რანგნიკს შორის ურთიერთობა არცისე ნათელი და კარგია.
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
11 მარტი 2022 13:24
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
არავინ არ იცის რა მოხდება, ლიგაზე თუ ვერ გავედით რონალდო არც დარჩეს შეიძლება.
0
№3
ავტორი: ikeoni
11 მარტი 2022 14:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
ჯერ ტენჰააგი მოვიდეს დანარჩენი მერე გამოჩნდება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top