"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა რალფ რანგნიკმა კრიშტიანუ რონალდუს ქმედება კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.
MEN-ის ცნობით, მას მიაჩნია, რომ პორტუგალიელი კარიერის ბოლო ეტაპზეა და კლუბს ახალი, ახალგაზრდა თავდამსხმელი სჭირდება.
რანგნიკი ამჟამად მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობს, თუმცა მომავალში კლუბის სისტემაში დარჩენას აპირებს. ეს არ არის კარგი პორტუგალიელი ვარსკვლავისთვის, რომლის გრძელვადიან გეგმებს გერმანელი მწვრთნელი ეჭვქვეშ აყენებს.
გარდა ამისა, რონალდუმ ღიად გამოხატა უკმაყოფილება, როცა პრემიერლიგის ერთ-ერთ მატჩში შეცვალეს, რაც ასევე არ მოეწონა გერმანელ სპეციალისტს:
"ამაში მას არ ვადანაშაულებ, მაგრამ ცხადია, ნებისმიერ მენეჯერს სურს, რომ ეს არ იყოს ძალიან ემოციური ქმედება ფეხბურთელის მხრიდან, განსაკუთრებით ტელეკამერების წინ.
არ მგონია, რომ ეს ვინმეს სარგებელს მოუტანს: არც მის სასარგებლოდ და არც თანაგუნდელებს“, - განაცხადა დასასრულს რანგნიკმა
ახალი ამბები
3 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.