იმ შემთხვევაში თუ ინგლისური გრანდის მხრიდან შეთავაზება გაკეთდება, ტენ ჰააგი მზად არის ეს შეთავაზება განიხილოს და შესაბამისად დათანხმდეს კიდეც.
"აიაქსის" მთავარი მწვრთნელი "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარების წინააღმდეგი ნამდვილად არ გახლავთ. თუმცა, ის ახლა მთლიანად კონცენტრირებულია თავის ამჟამინდელ კლუბში მუშაობაზე. ამის შესახებ Sky Sports იტყობინება.
წყაროს ცნობით, 52 წლის ჰოლანდიელი მზად იქნება მოლაპარაკებისთვის, თუკი "წითელი ეშმაკებისგან" ოფიციალური მოთხოვნა გაკეთდება.
მიმდინარე სეზონში "აიაქსის" შედეგები თვალშესაცემია,კლუბი, სპეციალისტის ხელმძღვანელობით ჰოლანდიის ჩემპიონატის პირველ ადგილს იკავებს. უნდა აღინიშნოს ტენ ჰააგის ხელწერაც, რომლითაც ის გუნდს მართავს.
შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მოქმედი მწვრთნელი რალფ რანგნიკი ამ თანამდებობას სეზონის ბოლოს დატოვებს და კონსულტანტ სპეციალისტის ადგილს დაიკავებს კლუბში.
სიახლეები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.