"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდუ გაოცებული იყო იმ გადაწყვეტილებით როდესაც კლუბმა ოლე გუნარ სულშერის გათავისუფლება განიზრახა და მოქმედებაშიც მოიყვანა, იტყობინება Daily Mail.
შეგახსენებთ, რომ ნორვეგიელი გასული წლის ნოემბერში გაათავისუფლეს. თვის ბოლოს კი "წითელ ეშმაკებს" სათავეში ჩაუდგა რალფ რანგნიკი, რომელიც მანამდე მოსკოვის "ლოკომოტივის" ხელმძღვანელობდა სპორტისა და განვითარების საკითხებში.
თუმცა "მანკუნიანელების" განცხადებაში ნათქვამია, რომ გერმანელი სპეციალისტი გუნდთან მხოლოდ ამ სეზონის ბოლომდე იმუშავებს, რის შემდეგაც მენეჯმენტში კონსულტანტის პოზიციაზე გადაინაცვლებს.
შეგახსენებთ, რომ ინგლისური გრანდი მუდმივი მწვრთნელის პოსტზე ერიკ ტენ ჰააგის და მაურისიო პოჩეტინო კანდიდატურას განიხილავს.
სიახლეები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.