ლეგენდარულმა დიმიტარ ბერბატოვმა "მანჩესტერ იუნაიტედის" თამაში გააკრიტიკა და მათ კაპიტნის შეცვლა ურჩია.
ინგლისური გრანდის ყოფილმა თავდამსხმელმა "წითელი ეშმაკების" მიერ "მანჩესტერ სიტისთან" დერბიში ჩატარებული თამაში შეაფასა და კაპიტან ჰარი მაგუაირზეც ისაუბრა.
"მე აღშფოთებული და დამწუხრებული ვიყავი "იუნაიტედის" თამაშით "სიტის" წინააღმდეგ. ეს ყველაფერი მიუღებელი იყო. მათ თამაშის გეგმა არ ჰქონდათ. ქაღალდზე მათ ნიჭიერი გუნდი ჰყავთ, მაგრამ მოედანზე ისინი უბრალოდ მარცხდებიან.
მოთამაშეებმა და მენეჯერმა უნდა ჰკითხონ საკუთარ თავს: კიდევ რა შემიძლია გავაკეთო? როგორ გავაკეთო მეტი ამ გუნდისთვის? მათ პასუხისმგებლობა უნდა აიღონ.
ჰარი მაგუაირს უკეთესად შეეძლო ეთამაშა. მან ეს იცის. შეცდომები, რომლებსაც ის უშვებს, ზიანს აყენებს მის უნარს, მართოს გუნდი“, - ციტირებს ბერბატოვის სიტყვებს Daily Mail
დიმიტარის თქმით, რალფ რანგნიკმა მაგუაირს კაპიტნის სამკლაური უნდა ჩამოართვას, რითაც მასზე ზეწოლა მოხსნას.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის 28-ე ტურში "მანჩესტერ სიტიმ" "მანჩესტერ იუნაიტედი" ანგარიშით 4:1 დაამარცხა. ჰარი მაგუაირმა კი სტატისტიკური კომპანია WhoScored-ისგან გუნდში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ქულა (6.04) მიიღო.
ინტერვიუები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.