"მანჩესტერ იუნაიტედის" მარცხენა მცველი ლუკ შოუ მზადაა კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმებისათვის საკუთარი წარმომადგენელი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასვას.
26 წლის ინგლისელის კონტრაქტი "იუნაიტედთან" 2023 წლის ზაფხულამდეა ძალაში, მაგრამ კლუბს აქვს ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობა.
შოუ ჯერ არ არის 100%-ით დარწმუნებული თავის გრძელვადიან მომავალზე, მაგრამ ამჟამად სრულად კმაყოფილია "მანჩესტერ იუნაიტედში" თავისი პოზიციით.
The Guardian-ის ცნობით, მცველის ამჟამინდელი ხელფასი კვირაში 150 000 ფუნტია, მაგრამ "წითელ ეშმაკებს" შეუძლიათ მისთვის უკეთესი პირობების შეთავაზება.
მარცხენა მცველი "მანჩესტერ იუნაიტედში" 2014 წლიდან ასპარეზობს. მიმდინარე სეზონში მან ყველა ტურნირზე 26 მატჩი ჩაატარა და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა პირად ანგარიშზე.
ახალი ამბები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.