კრიშტიანუ რონალდუ "ტოტენჰემთან" გასამართი მატჩის წინ ინდივიდუალური სავარჯიშო პროგრამით არის დაკავებული. ამის შესახებ "წითელი ეშმაკების" ოფიციალური ვებ-საიტი იტყობინება.
ასევე უნდა აღინიშნოს რაფაელ ვარანის და ედინსონ კავანის სავარჯიშო სესიები რომლებმაც გუნდთან ერთად ივარჯიშეს. ფრანგმა ცენტრალურმა მცველმა "სიტისთან" დაპირისპირება კორონავირუსის გამო გამოტოვა.
რაც შეეხება ურუგვაელს, მან გუნდის ბოლო 5 მატჩი საზარდულის ტრავმის გამო გამოტოვა. მიმდინარე სეზონში "მანკუნიელები" სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზე იმყოფებიან ხოლო მეშვიდე ადგილზე მყოფ "ტოტენჰემს" ორი ქულით უსწრებენ. თუმცა, "სპურსს" ორი მატჩი აქვს თადარიგში.
პრემიერ ლიგის 29-ე ტურის ცენტრალური მატჩი "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ტოტენჰემს" შორის 12 მარტს თბილისის დროით 21:30 საათზე აიღებს სტარტს.
სიახლეები
3 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.