მიუნხენის "ბაიერნის" 33 წლის პოლონელი თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი "მანჩესტერ იუნაიტედის სატრანსფერო შორთ-ლისთში მოხვდა.
დიდი ალბათობით ედინსონ კავანი მომავალ ზაფხულს"ოლდ ტრაფორდს" დატოვებს, ხოლო რანგნიკის შემადგენლობას ეჭვგარეშეა ახალი ფორვარდი დასჭირდება.
პოლონელ სუპერვარსკვლავს მის ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს. ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები მხარეებს შორის ჯერ არ დაწყებულა.
Bild-ის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედი" ერთ-ერთი პირველი იქნება, ვინც ლევანდოვსკის შეძენის შესაძლებლობით ისარგებლებს.
გარდა კავანისა, ინგლისური გრანდი შესაძლოა კიდევ ერთმა თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ დატოვოს, აქედან გამომდინარე მარტივი მისახვედრია, რომ "მანკუნიანელები" სატრანსფერო ბაზარზე ტოპ კლასის ფორვარდის დამატებას ეცდებიან.
ჭორები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.