თბილისი:
მანჩესტერი:
9-03-2022, 11:02
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1796,
კომენტარები: 16
"იუნაიტედმა" პოგბას შემცვლელი შეარჩია
სერბი ფეხბურთელი ფრანგს ჩაანაცვლებს.
გავრცელებული ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედი" და "პსჟ" ამ ზაფხულს "ლაციოს" ვარსკვლავის სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩისთვის იბრძოლებენ.

ტიტულებს რაც შეეხება, "ლაციოს" რიგებში 27 წლის ფეხბურთელმა 2018/19 წლების სეზონში კოპა იტალიის თასის მოპოვება შეძლო.

ხოლო მიმდინარე სეზონში სერბს სერია A-ს 27 მატჩში 17 საგოლე ქმედება უფიქსირდება, ფეხბურთელმა 8 გოლი თავად გაიტანა ხოლო 9-ჯერ ეს სხვას გააკეთებინა საგოლე პასით.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედს" ცენტრალური ნახევარმცველის შესაძენად 70-80 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ "პსჟ"-ს ხელმძღვანელი ლეონარდო მზადაა "იუნაიტედს" მოთამაშისთვის ბრძოლაში წინააღმდეგობა გაუწიოს.

ინგლისური გრანდის რიგებს დიდი ალბათობით პოლ პოგბა დატოვებს, მილინკოვიჩ სავიჩი კი სავარაუდოდ ფრანგის შემცვლელი იქნება "ოლდ ტრაფორდზე".
ჭორები
16 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
9 მარტი 2022 12:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
მილიკოვიჩის ტრანსფერი ნელნელა შნაიდერის ტრანსფერს ემგვანება ბევრი არ უკლია ყოველ შემთხვევაში:))
0
№2
ავტორი: kashmara
9 მარტი 2022 12:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1116
ჩუამენი ან რაისი ან ფაბიან რუსი სხვა თუ განიხილეთ მაშინ თქვენი დედებს ცენზურა
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
9 მარტი 2022 13:32
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ციტატა: ikeoni
მილიკოვიჩის ტრანსფერი ნელნელა შნაიდერის ტრანსფერს ემგვანება ბევრი არ უკლია ყოველ შემთხვევაში:))


ეგ უნდა დამეწერა ზუსტად :))
0
№4
ავტორი: shotkin
9 მარტი 2022 13:38
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
70 -80 მილიონები რო მესმი უკვე იმედები იცრუვდება წინასწარ ))
0
№5
ავტორი: bendzela
9 მარტი 2022 13:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 935
დეკლარ რაისი ჩემი აზრით ყველაზე კაი ვატიანტია
0
№6
ავტორი: ikeoni
9 მარტი 2022 14:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
ციტატა: SANDROGRIGA
ციტატა: ikeoni
მილიკოვიჩის ტრანსფერი ნელნელა შნაიდერის ტრანსფერს ემგვანება ბევრი არ უკლია ყოველ შემთხვევაში:))


ეგ უნდა დამეწერა ზუსტად :))

ბაზარი არაა:))
0
№7
ავტორი: Old Red Devil
9 მარტი 2022 18:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 986
სად პოგბას ამპლუა და სად ეს.
0
№8
ავტორი: Raphaël Varane
9 მარტი 2022 22:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 113
ტიპს 5 თუ 6 წელია ვეჩალიჩებით და არაფერი გამოდის :დდდ ასეთი დაცურებული ხელმძღვანელობის გამოა უოტფორდსაც რომ ვერ ვუგებთ
0
№9
ავტორი: Malboro463
10 მარტი 2022 00:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
დასრულდა პოჩეს პარიზული კარიერაც
2 სრული თამაშიდან 1 ტაიმი ითამაშა რეალმა და დაუმთავრა ყველაფერი კარლომ
1
№10
ავტორი: Lalana
10 მარტი 2022 00:39
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
იმედია სეზონის ბოლოს პოჩეტინოს თვითონ პსჟ არ გაუშვებს თორემ უეჭველი ჩვენთან მოიყვანენ.მაგრად დაჩაგრა ანჩელოტიმ.შეტევაში კი ერთადერთი მბაპე იდგა მოწოდების სიმაღლეზე,დანარჩენები სად იყვნენ თვითონაც არ იცოდნენ.
რაც შეეხება სავიჩს,არ გვინდა ეს ათმეტრიანი ხალხი,ცენტრში ბევრად მოძრავი ხალხია საჭირო.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top