ეჭვგარეშე და ცალსახაა, რომ კრიშტიანუ რონალდუ არც თუ ისე იოლ და მშვიდ პერიოდს გადის მის კარიერაში, ეს ჩანს როგორც მისი პირადი სტატისტიკით, ასევე "მანჩესტერ იუნაიტედის" არასახარბიელო შედეგებით.
რონალდუმ "მანჩესტერ სიტისთან" დერბიც კი გამოტოვა, პრესის მიერ გაჟღერებული ცნობით ეს ტრავმის გამო მოხდა თუმცა არსებობს სხვა მოსაზრებებიც.
მისი გუნდი პეპ გვარდიოლას შეგირდებთან 1:4 დამარცხდა. გაბრაზებული რონალდუ პორტუგალიაშიც კი გაფრინდა, მაგრამ ერთი დღის შემდეგ, ორშაბათს, ინგლისში დაბრუნდა და ვარჯიში განაახლა.
თუმცა, The Sun-ის ცნობით, რონალდუს ახლა გადაადგილების დროს რატომღაც პირადი მცველები ახლავს. რას ნიშნავს ეს? წყაროს მოსაზრებით - შესაძლოა, ამ მღელვარე დროს მგრძნობიარე რონალდუმ იგრძნო საფრთხე დასავლეთ ევროპაშიც კი.
სიახლეები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.