ფრანგული "მარსელის" ნახევარმცველი ბუბაკარ კამარა "მანჩესტერ იუნაიტედის" რადარებმა დააფიქსირა.
სპორტული პრესის მიერ გავრცელებული ჭორები 22 წლის ნახევარმცველს ინგლისის "კრისტალ პალასსა" და ესპანურ მადრიდის "ატლეტიკოში" ტრანსფერს უკავშირებენ.
სტივენ ჯერარდის "ასტონ ვილამ" კი უკვე შესთავაზა კამარას კონტრაქტი. რაც შეეხება "მანჩესტერ იუნაიტედს" კლუბი ჩამშლელ ნახევარმცველს აქტიურად ეძებს, იტყობინება The Northern Echo.
ბუბაკარ კამარას შეუძლია "მარსელი" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს, რადგან კონტრაქტი ივნისში იწურება და მისი ვადები გაგრძელებული არ გახლავთ.
ცნობილი პორტალი Transfermarkt ფრანგს 25 მილიონ ევროდ აფასებს.
ჭორები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.