თბილისი:
მანჩესტერი:
8-03-2022, 12:55
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1383,
კომენტარები: 7
ფერდინანდმა "იუნაიტედის" ფეხბურთელები გააკრიტიკა
მორიგი კრიტიკა მოთამაშეების მიმართულებით.
ფერდინანდმა
ცნობილმა ინგლისელმა ლეგენდარულმა ყოფილმა ფეხბურთელმა, ახლა კი საფეხბურთო ექსპერტმა რიო ფერდინანდმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელები მკაცრად გააკრიტიკა.

რიომ თქვა, რომ "მანჩესტერულ" დერბიში "იუნაიტედის" რამდენიმე ფეხბურთელი მოედანზე ისე დადიოდა, თითქოს ამ დროს უკეთესის გაკეთება შეეძლოთ.

ფერდინანდმა აღნიშნა, რომ მოთამაშეებმა უნდა მოუსმინონ კრიტიკას და შეეცადონ გაუმჯობესებას. ექსპერტმა დასძინა, რომ თუ არ გინდა ყოველდღე თავდაუზოგავად იშრომო, კლუბი უნდა დატოვო.

შეგახსენებთ, რომ "წითელმა ეშმაკებმა" დერბიში გამარჯვება "სიტის" ანგარიშით 1:4 დაუთმეს. ამ დროისთვის, რალფ რანგნიკის შეგირდები პრემიერ ლიგის ცხრილში მეხუთე ადგილზე იმყოფებიან.
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
8 მარტი 2022 13:21
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
მატაზე დაიწერა კიდე, რომ ესპანური კლუბების ინტერესია დიდი და შესაძლოა ესპანეთში დაბრუნდეს.
0
№2
ავტორი: bendzela
8 მარტი 2022 15:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 935
გასაყრელია ნახევარი გუნდი , ყველა თამაშს უმოტივაციოთ ატარებენ უკვე და ამოვიდა ყელში
0
№3
ავტორი: shotkin
8 მარტი 2022 16:04
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
დღეს გუნდში საფეხბურთო ხარისხს ვინც დებს ესაა : დე ხეა , სანჩო , ბრუნო , დანარჩენია რის ნაგავი და ილუზია ახლა წარმოიდგინეთ თუ რამხელა პრობლემის წინაშე დგას გუნდი და დასკვნები თქვენთვის მომინდია ........

პ.ს დავტოვებდი ვარანსაც ( ჯერ კიდევ დავაკვირდებოდი 1 სეზონი და მერე გამოვიტანდი დასკვნებს )

და სკოტსაც (ისიც სკამიდან რო იყოს გაძლიერება იმიტორო ძირითადში მაინც ბევრად ძლიერი ცენტრი გჭირდება ვიდრე სკოტია ამ ეტაპზე )

უბრალოდ რამდენი ფეხბურთელია გასაშვები და მომსვლელი წარმოიდგინეთ ახლა )))))))

მერე წარმოიდგინეთ ამას რამდენი დრო დაჭირდება )))))))))

დასკვნა : შეგიძლიათ სეწყვიტოთ 2-3 სეზონი ამ კლუბის გულშემატტკივრობა და მერე სეხედოთ ღირს თუარა კიდე გაგრძელება, წინააღმდეგ სემთხვევაში წარმატებები თქვენს ნერვებს ძმაო ))))
0
№4
ავტორი: Lalana
8 მარტი 2022 17:27
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
კარგა ხანია უკვე მანჩესტერი ერთი საშუალო დონის გუნდია,სამწუხაროა მაგრამ ასეა.ფერგის წასვლის შემდეგ უამრავი თანხები დაიხარჯა,მაგრამ განვითარების არანაირი პერსპეკტივა არ ჩანს,რადგან გუნდის მენეჯმენტში არ არსებობდა სპორტული განვითრების გეგმა,ეს ფული იყრებოდა ჰაერში და მაგიტომაც ვართ იქ სადაც ვართ.ძალიან დიდი იმედი მაქვს როდესაც რანგნიკი მენეჯმენტში გადაინაცვლებს მის რჩევებს როგორც მწვრთნელთან დაკავშირებით ისევე გუნდის განვითარების საკითხებშიც მოუსმენენ,ამ მხრივ უდიდესი გამოცდილება აქვს,მაგრამ ისეთ სიტვციაშია გუნდი და იმდენი ხვრელია ამოსავსები რამდენად მოხერხდება ეს ახლო მომავალში ნამდვილად არ ვიცი.გააჩნია იმასაც ზოგადად ვის მოიყვანენ ზახულში.
0
№5
ავტორი: ikeoni
8 მარტი 2022 17:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
არ ვიცი ფაქტია რო გუნდში არაა ჯანსაღი სიტუაცია:((
0
№6
ავტორი: Svanchester
9 მარტი 2022 07:49
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ყველაფერი კარგად იქნება ბიჭებო გული არ დაიწყვიტოთ.
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
9 მარტი 2022 13:36
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
კრიტიკა რო ეკუთვნით ეს არაა სეახლე
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top