"მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგი ნახევარმცველის პოლ პოგბას საფეხბურთო აგენტი საქმეშია, გავრცელებული ინფორმაციით, პოგბას "ოლდ ტრაფორდის" დატოვება გადაწყვიტა.
Daily Mirror-ის ცნობით, 28 წლის ფრანგი ფეხბურთელის წარმომადგენელმა ცოტა ხნის წინ მოლაპარაკება გამართა ტურინის "იუვენტუსის" და "პსჟ"-ს წარმომადგენლებთან მისი კლიენტის შესაძლო ტრანსფერზე.
მოთამაშეს ჯერ არ გადაუწყვეტია სად გააგრძელებს კარიერას. აღსანიშნავია, რომ ფრანგს კონტრაქტის გახანგრძლივების შეთავაზებაც აქვს "წითელი ეშმაკებისგან".
მიმდინარე სეზონში პოლ პოგბამ პრემიერ ლიგაში 15 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ჭორები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.