"მანჩესტერ იუნაიტედის" მოქმედმა მწვრთნელმა, გერმანელმა სპეციალისტმა რალფ რანგნიკმა დაასახელა მწვრთნელი, რომელსაც, მისი აზრით, უდიდესი პროფესიული პოტენციალი აქვს.
რანგნიკმა "აიაქსის" მენტორი ერიკ ტენ ჰეგი გამოყო, რომელიც "წითელი ეშმაკებს" მომავალ დამრიგებლად ურჩია. პრესაში აქტიურად მიდის საუბარი იმაზე, რომ სწორედ ტენ ჰააგი გახდება ინგლისური გრანდის მომდევნო მწვრთნელი.
"მომავალზე ჯერ არ გვისაუბრია და კანდიდატების დაზუსტებული ვარიანტები ჯერ არ შეგვიდგენია. მაგრამ ერთ რაღაცას ხაზს ვუსვამ, ერიკ ტენ ჰააგი უდავოდ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია.
მე მას პირადად არ ვიცნობ, მაგრამ მისი შედეგები თავისთავად მეტყველებს ამ ყველაფერზე“, - ციტირებს Sky Sports UK რანგნიკის სიტყვებს.
სიახლეები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.