მოახლოებული მატჩის წინ "მანჩესტერ სიტის" ესპანელმა დამრიგებელმა პეპ გვარდიოლამ კრიშტიანუ რონალდუს შესახებ დადებითად ისაუბრა.
"ჩვენ უნდა ავწიოთ ტემპი და ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ რონალდუ ბურთთან ახლოს არ იყოს, რადგან ის შეუჩერებელია.
მათთან ჩატარებულ ბოლო თამაშში ყველაფერი კონტროლის ქვეშ იყო, ანგარიში 1-0 იყო, ყველაფერი იდეალურად იყო. რონალდუ პირველად მიუახლოვდა ჩვენს კარებს - ედერსონს კი წარმოუდგენელი სეივის გაკეთება მოუწია, კრიშტიანუ ბურთს არცკი შეხებია და კინაღამ გაიტანა. აქ არის მისი უმაღლესი დონე.
ჩვენ უნდა გავაკონტროლოთ იგი. ის არის ერთ-ერთი უდიდესი, გოლების მანქანა, რომელიც ყოველთვის ძალიან ძლიერია ფსიქოლოგიურადაც.
რონალდუ უპრობლემოდ უმკლავდება ზეწოლას, კარგი თვალსაზრისით, ის ამართლებს მოლოდინებს მთელი კარიერის განმავლობაში", - განაცხადა "მანჩესტერ სიტის" მწვრთნელმა.
ინტერვიუები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.