ესპანური "სევილია" ზამთარში "მანჩესტერ იუნაიტედისგან" დაქირავებული ენტონი მარსიალის კონტრაქტის სრული გამოსყიდვით არის დაინტერესებული.
Daily Express-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "ანდალუსიელები" გარემარბის თამაშით კმაყოფილნი არიან და ფეხბურთელის გუნდში შენარჩუნებას აპირებენ.
ტრანსფერის შემდეგ მარსიალმა "სევილიაში" ესპანეთის ჩემპიონატის ეგიდით სამი მატჩი ჩაატარა პირადი აქტივი კი ერთი საგოლე გადაცემით გახსნა აღნიშნულ ჩემპიონატში.
რაც შეეხება ინგლისი პრემიერ ლიგას, ტრანსფერამდე მას რვა ფიქსირებული მატჩი აქვს სადაც ერთი გოლს გატანა შეძლო.
ასევე მიმდინარე სეზონში ფრანგმა ჩემპიონთა ლიგაზე სამი თამაში ჩაატარა, რომლებშიც "სევილიას" შემადგენლობაში ერთ მატჩში თავი ერთი გოლით გამოიჩინა.
პორტალი Transfermarkt - ი ფეხბურთელს 32 მილიონ ევროდ აფასებს.
სიახლეები
3 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.