"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალი მწვრთნელი შესაძლოა ერიკ ტენ ჰააგი გახდეს. კლუბი დაუკავშირდა ჰოლანდიელ სპეციალისტს მისი მომავლის შესახებ, იტყობინება ჟურნალისტი ჯონათან შრაგერი Twitter-ზე.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია რომლის თანახმადაც, რომ სპეციალისტი დაინტერესებულია ინგლისში მუშაობით და უკვე დაიწყო ინგლისური ენის შესწავლა.
ამ დროისთვის ჰოლანდიის ჩემპიონატში 52 წლის მწვრთნელის ხელმძღვანელობით "აიაქსი" პირველ ადგილს იკავებს.
რაც შეეხება "მანჩესტერ იუნაიტედს", რალფ რანგნიკის გუნდი პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მეოთხეა. უნდა აღინიშნოს "წითელი ეშმაკების" არასახარბიელო ბოლოდროინდელი სათამაშო ფორმაც.
საინტერესოა არის თუ არა ტენ ჰააგი ინგლისური გრანდის მთავარი პრიორიტეტი თუ ეს უბრალო ინტერესია - ამ კითხვებზე პასუხს გულშემატკივარი მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე მიიღებს.
სიახლეები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.