"მანჩესტერ იუნაიტედი" ჰოლანდიური "პსვ" -ს თავდამსხმელის, კოდი გაკპოს მიმართ კიდევ ერთხელ იჩენს ინტერესს.
აქამდე "მანკუნიელები" უკვე დაინტერესდნენ ფეხბურთელის გადაყვანის შესაძლებლობით, აკონკრეტებს The Mirror.
თუმცა, ყოველ ჯერზე პრობლემად სატრანსფერო თანხა იქცა - "პსვ"-ს ფეხბურთელის სნცვლოდ 55 მილიონი ევრო მიღება სურს, ინგლისელებს კი აღნიშნული თანხა ეძვირათ.
22 წლის გაკპო არის მისი კლუბის საუკეთესო ბომბარდირი ამ სეზონში შვიდი გოლით თვრამეტ მატჩში და უკვე ჰოლანდიის ნაკრებში ჩაატარა სამი მატჩი, მათ შორის ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ ევრო 2020-ზე.
ჭორები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.