თბილისი:
მანჩესტერი:
24-02-2022, 19:28
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1346,
კომენტარები: 5
რანგნიკი ელანგას შესახებ საუბრობს
რალფი ფეხბურთელის მონდომებით კმაყოფილია.
რანგნიკი ელანგას შესახებ საუბრობს
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა რალფ რანგნიკმა ენტონი ელანგის მიმართ მის დამოკიდებულებაზე ისაუბრა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მატჩში "ატლეტიკოს" წინააღმდეგ ანგარიში გაათანაბრა და საკუთარ გუნდს განმეორებითი მატჩის წინ მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია.

"მინდა, რომ ზოგიერთმა ჩვენმა მოთამაშემ ელანგასაგან მაგალითი აიღოს. ის უბრალოდ ცოცხლობს ამ ოცნებით. ვარჯიშებზე საუკეთესოდ მუშაობდა, მზად იყო იჯარით წასასვლელად, მაგრამ მე ვთხოვე დარჩენა.

მას საქმისადმი კლასიკური და კარგი მიდგომა აქვს",
- ციტირებს ფაბრიციო რომანო გერმანელი მენეჯერის სიტყვებს.

შეგახსენებთ, რომ ელანგა მადრიდის "ატლეტიკოსთან" მატჩში 75-ე წუთზე გამოვიდა და ხუთი წუთის შემდეგ ანგარიშიც გაათანაბრა. შეხვედრა ანგარიშით 1:1 დასრულდა.
სიახლეები
5 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
24 თებერვალი 2022 19:33
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
კარგი ბიჭია, კიდე მოუმატებს. მთავარია მარსიალის გზას არ გაჰყვეს და რაშფორდივით ზერელედ არ იაროს მოედანზე
0
№2
ავტორი: Raphaël Varane
24 თებერვალი 2022 21:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 119
ციტატა: SANDROGRIGA
კარგი ბიჭია, კიდე მოუმატებს. მთავარია მარსიალის გზას არ გაჰყვეს და რაშფორდივით ზერელედ არ იაროს მოედანზე


მარსიალი უფრო საერთო კრიზისმა შეიწირა, თორემ ძალიან კარგად დაიწყო მაგის მანჩესტერული კარიერა. სევილიაში ნელ-ნელა უბრუნდება საკუთარ თავს. კარგად დაიწყო და იმედია ძველი კონდიციები დაუბრუნდება
0
№3
ავტორი: bendzela
24 თებერვალი 2022 21:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 935
წარმატებები ელანგას. ამ პოსტთან არაფერ შუაშია მარა ადრეც ვთქვი და ეხლაც იგივეს ვიტყვი რო რეში არის ჩვეულბრივი ბენტეკე ,
0
№4
ავტორი: Old Red Devil
24 თებერვალი 2022 21:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 987
ისე არცერთ აკადემიელს ჯერ არ გაუმართლებია.არც წასულს არც დარჩენილს.პოგბას ქონდა შანსი და ყველამ ნახა რა ქაქიცაა ჯამში.ესეც არ მგონია.არ ჰანიბალის და კაროჩე არავისი არ მჯერა.აპიარებენ ტყუილად და 23 წლამდე ამწნილებენ
0
№5
ავტორი: ikeoni
24 თებერვალი 2022 23:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11546
კარგი ბიჭია და აქვს მომავალი მთავრია შრომა და ყველაფერი მოვა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top