10-02-2022, 20:19
ნანახია: 1872,
კომენტარები: 8
რუნიმ "იუნაიტედის" ფეხბურთელები შეაფასა
უეინის საინტერესო ინტერვიუ.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა და "დერბის" ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა უეინ რუნიმ "მანკუნიელთა" გუნდის უარყოფით შედეგებზე კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, ამ სიტუაციაში დამნაშავეები არიან ის ფეხბურთელები, რომლებიც ერთი მიზნისთვის ვერ ერთიანდებიან.
"ამ ფეხბურთელებმა უნდა აჩვენონ თავიანთი ხასიათი. აუცილებელია იმის ჩვენება, რომ ისინი ერთიანები არიან, რომ იბრძვიან ამ დიდი კლუბის ემბლემისთვის.
როცა მატჩებს ვუყურებ, ეჭვი მეპარება, რომ მათ არც კი აინტერესებთ როგორ მთავრდება თამაშის 90 წუთი“, - ციტირებს რუნის სიტყვებს Daily Mail-ი.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.