თბილისი:
მანჩესტერი:
10-02-2022, 18:40
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1639,
კომენტარები: 7
მესამე მწვრთნელი რომელიც ასევე აქტიურად განიხილება
კლუბში ესპანელის კანდიდატურასაც აქტიურად განიხილავენ.
მესამე მწვრთნელი რომელიც ასევე აქტიურად განიხილება
"მანჩესტერ იუნაიტედის" შესაბამისი ორგანები აგრძელებენ გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე შესაფერისი კანდიდატების აქტიურ ძიებას.

ცალსახაა, რომ რალფ რანგნიკის ხელმძღვანელობით მოთამაშეების არადამაჯერებელი თამაში აშკარად ვერ დაარწმუნებს კლუბის ხელმძღვანელობას, დატოვოს გერმანელი ამ პოსტზე, ამიტომ სეზონის ბოლოს ის დიდი ალბათობით კონსულტანტის როლს შეითავსებს.

აქამდე ფავორიტები იყვნენ ერიკ ტენ ჰაგი "აიაქსიდან" და მაურისიო პოჩეტინო "პარი სენ ჟერმენიდან". თუმცა, ESPN პორტალის ცნობით, "მანკუნიანელები" ჯერ კიდევ განიხილავენ ლუის ენრიკეს მოწვევის ვარიანტს, რომელიც ამჟამად ესპანეთის ეროვნულ გუნდს ხელმძღვანელობს.

სპეციალისტთან მოლაპარაკებისას დაბრკოლება შეიძლება იყოს ის, რომ ენრიკე ნაკლებად სავარაუდოა, რომ დათანხმდეს ეროვნული ნაკრების დატოვებას მსოფლიო ჩემპიონატის წინა ეტაპზე.


ვის ისურვებდით "იუნაიტედის" შემდეგ მწვრთნელად?

ტენ ჰააგი
პოჩეტინო
ლუის ენნრიკე

ჭორები
7 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
10 თებერვალი 2022 18:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11433
ენრიკეზე სწორად წერია ნამდვილად არ წამოვა მსოფლიო ჩემპიონატის წინ ნაკრებიდან და იმ ორი კანდიდატიდან ორივე ძალიან რეალურია ..ჩემი ხმა მაინც ტენ ჰააგს
1
№2
ავტორი: Buk777
10 თებერვალი 2022 22:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 649
Pohetino mirchevnia icis inglisuri fexburti da disiplina aqvs tan totenhemtan kargi shedegi dado gamocdileba aqvs kargi.
0
№3
ავტორი: Old Red Devil
11 თებერვალი 2022 07:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 986
ციტატა: Buk777
Pohetino mirchevnia icis inglisuri fexburti da disiplina aqvs tan totenhemtan kargi shedegi dado gamocdileba aqvs kargi.

დისციპლინა?მგონი მაგის არ ქონის გამო გუნდი პირველივე წნეხისას არ მიერღვა?და მაგასაც რო ააპანღურებინეს?
0
№4
ავტორი: PaLoMo
11 თებერვალი 2022 10:34
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
ყველაზე კაი ვარიანტია ტენ ჰაგი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№5
ავტორი: Phil Jones
11 თებერვალი 2022 13:53
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ტენ ჰააგი არის ძლიერი, მუშაობს ახალგაზრდებთან, ამბობენ უახლეს ტექნოლოგიებს კარგად ერგებაო მახსოვს ადრე იწერებოდა რაღაც აპარატურა აქვს სავარჯიშო მოედანზე და ა.შ მაგრამ ამ გახულუქებულ ფეხბურთელებთან რამდენად იმუშავებს საკითხავია, ამათ მორჯულება უფრო უნდათ ვიდრე სხვა რამე. მოკლედ თანაშემწედ როი კინია მოსაყვანი :))
1
№6
ავტორი: Mishiko82
12 თებერვალი 2022 09:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
რაღაც მეეჭვება პოჩეტინომ მანიუს წარმატება მოუტანოს, რაც შეეხება ჰააგს და ენნრიკეს ორივეს მოსვლას მივესალმებიაგრამ ვფიქრობ ჰააგი უფრო რეალურია რადგან ენრიკე მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე არსად არ წავა.
1
№7
ავტორი: SANDROGRIGA
12 თებერვალი 2022 13:51
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ტენ ჰაგი
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top