"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი დონი ვან დე ბეეკი "ევერტონში" გადასვლასთან ძალიან ახლოსაა. ჰოლანდიელმა დღეს დილით სამედიცინო შემოწმება გაიარა და პოტენციურ ტრანსფერთან ერთი ნაბიჯით არის დაშორებული.
ფაბრიციო რომანოს თქმით, ნახევარმცველი "ევერტონში" იჯარის წესით გადაბარგდება, გამოსყიდვის უფლების გარეშე.
მანამდე ფეხბურთელით "კრისტალ პალასიც" იყო დაინტერესებული, რომელსაც პატრიკ ვიეირა ხელმძღვანელობს. თუმცა, ჰოლანდიელმა გადაწყვიტა შეუერთდეს გუნდს, რომელსაც სულ მალე ფრენკ ლამპარდი უხელმძღვანელებს.
ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში ინგლისური გრანდის სათადარიგო სკამის აქტიური წევრი გახლდათ. ჰოლანდიელს პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში მხოლოდ 1 გოლი აქვს გატანილი.