"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა თავდამსხმელი მეისონ გრინვუდი როგორც მოგეხსენებათ სკანდალში გაეხვია.
ფეხბურთელის მეგობარმა გოგონამ ფეხბურთელი ცემაში, ასევე ინტიმური ურთიერთობის იძულებაში დაადანაშაულა. შესაბამისი ფოტოები, ვიდეო და აუდიო მან ინსტაგრამზე კვირას დილით გამოაქვეყნა.
მიუხედავად იმისა, რომ ჰარიეტმა სწრაფად წაშალა პუბლიკაციები, პროცესი დაიწყო - გრინვუდი ამ დრომდე სამარრთალდამცავების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და დაკავებულია.
ინციდენტის შემდეგ კლუბის რამოდენიმე მოთამაშემ მეისონ გრინვუდის გვერდის გამოწერა გააუქმა ინსტაგრამზე.
კრიშტიანუ რონალდუმ, პოლ პოგბა და დავიდ დე ხეა მეისონს უკმაყოფილება ამ ნაბიჯით გამოუხატეს. სიტუაციას Daily Mail-ის ჟურნალისტები ადევნებდნენ თვალყურს.