"მანჩესტერ იუნაიტედის" 20 წლის ფეხბურთელი მეისონ გრინვუდი პატიმრობაში რჩება. პოლიცია აგრძელებს 20 წლის თავდამსხმელის დაკითხვას და ინგლისელი სამართალდამცავები დაკითხვას იმაზე მეტ დროს უთმობენ, ვიდრე ადრე იყო მოსალოდნელი.
დეტექტივები აგრძელებენ საქმის ფრთხილად მიდგომას და ეს ტექნიკა უფრო მეტ ყურადღებას და მოლაპარაკებებს მოითხოვს.
ამრიგად, მოტამაშე ავტომატურად მიუწვდომელია მისი კლუბისთვის. "წითელმა ეშმაკებმა" თავის მხრივ განაცხადეს, რომ ფეხბურთელი ვარჯიშსა და მატჩებს საქმის საბოლოოდ დახურვამდე ვერ დაუბრუნდება.
შეგახსენებთ, რომ მეისონ გრინვუდი მისი მეგობარი გოგონას გაუპატიურებისა და ცემის ბრალდებით დააკავეს. ამასთან დაკავშირებით, მ"ანჩესტერ იუნაიტედმა" 20 წლის თავდამსხმელთან დაკავშირებული ფან-შოპიდან ყველა პროდუქტი ამოიღო.
გუნდის ლიდერებმა გრინვუდის ოფიციალური გვერდის გამოწერაც გააუქმეს სოციალურ ქსელში. თავად ფეხბურთელის მხრიდან კომენტარი არ ყოფილა.
სიახლეები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.